
დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. მათთვის საქართველო არაფერს ნიშნავს. მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის დავალებები, რაც მოსდით
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ვრცელ წერილს ხელოვნურ რუსოფობიასთან დაკავშირებით.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ოპოზიცია პრემიერის მიერ წერილში დასმულ შეკითხვებს გაურბის, მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის საქართველო არაფერს ნიშნავს, მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის დავალებები, რაც მოსდით გარედან.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რადიკალურ და აგენტურულ ოპოზიციას ზედმიწევნითი სიზუსტით შეახსენა ის ანტიქართული და ანტიეროვნული ქმედებები, რაც მათ განახორციელეს ომის დაწყებამდე და რამხელა როლი აქვს ამ აგენტურას ომის დაწყებაში. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. მათთვის საქართველო არაფერს ნიშნავს. მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის დავალებები, რაც მოსდით და მერე რა, რომ საქართველოს შეიძლება ძალიან ცუდ დღეში ჩავარდეს, მთავარია დავალება შესრულდეს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge