მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი PACE-ს კომიტეტის განცხადებაზე: ასეთი მესიჯები ხელს უწყობს საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას და კიდევ ერთი რევოლუციის მცდელობის გამართლებას
დავით მათიკაშვილი PACE-ს კომიტეტის განცხადებაზე: ასეთი მესიჯები ხელს უწყობს საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას და კიდევ ერთი რევოლუციის მცდელობის გამართლებას

დავით მათიკაშვილი PACE-ს კომიტეტის განცხადებაზე: ასეთი მესიჯები ხელს უწყობს საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას და კიდევ ერთი რევოლუციის მცდელობის გამართლებას

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა" გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ასეთი მესიჯები ხელს უწყობს საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას და რევოლუციის მოწყობის მცდელობის გამართლებას.

„ჩალის ფასი აქვს მათ შეფასებებს, რადგან ტყუილებსა და უსაფუძვლო ბრალდებებზეა დამყარებული. მეორე მხრივ, არ ფიქრობთ, რომ ზუსტად ასეთი მესიჯები ხელს უწყობს საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას და იმ ტყუილი ნარატივების გამართლებას, რომ საქართველოში არ ყოფილა შესაძლებელი არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლა და მოდი, კიდევ ერთი მცდელობა გვქონდეს რევოლუციის.

გაგახსენებთ 2024 წლის არჩევნებს, რომლის მერეც საარჩევნო სისტემაში არაფერი შეცვლილა. ამ არჩევნების წინ რადიკალი ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ასწრებდნენ, მიდიოდნენ ელექტრო ხმის მიცემის ყუთებთან და ამბობდნენ, რომ წარმოუდგენელია აქ რაიმე ფორმით გაყალბება და მანიპულაციაო. როგორც კი მწარედ დამარცხდნენ ამ არჩევნებში, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს აპარატები ყოფილა მანიპულაციის საგანი. როგორც კი ეუთო/ოდირის დასკვნამ არ უპასუხა და არ ესადაგებოდა იმ დეგრადირებულ დღის წესრიგს, რაც აქაურ რადიკალებს და მათ პატრონებს გააჩნდათ, მაშინვე ეუთო/ოდირი არ ყოფილა კომპეტენტური. ახლა რას უწუნებენ, საიდან მოვიდა მონიტორინგის კომისიიდან ის ფრაზა, რისთვის სჭირდებათ? იმიტომ, რომ აქ რადიკალიზმი გააღვივონ?", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში