მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: არანაირი ღირებულება ამ ანგარიშს არ გააჩნია. წერონ და იკითხონ
დავით მათიკაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: არანაირი ღირებულება ამ ანგარიშს არ გააჩნია. წერონ და იკითხონ

დავით მათიკაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: არანაირი ღირებულება ამ ანგარიშს არ გააჩნია. წერონ და იკითხონ

იმედი|imedinews.ge

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის. დეპუტატის თქმით, ამ და სხვა ანგარიშების ავტორებს ქართველი ხალხი სძულთ.

მისი შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი ღირსებისგან დაცლილი ანგარიში ევროპიდან იმ ოდიოზური სახეების განმეორებითა და ავტორობით, რომლებსაც პირდაპირი მნიშვნელობით სძულთ ქართველი ხალხი.

„ისინი არიან სააკაშვილის მეგობრები და ამ ანგარიშით ვხედავთ პასაჟებს, რომელიც ერთი მხრივ საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს, არის სრულიად გაყალბებულ ფაქტებზე დამყარებული და მეორე მხრივ ვხედავთ მცდელობას, კვლავ თავდასხმა მოუწყონ ქართულ თავისუფალ მედიას, დაასანქცირონ ის ტელევიზიები, რომელთა ხმაც ისმის საზოგადოებაში და მათ სიმართლეს აუწყებს. ეს არის ტიპური სახე იმ დამოკიდებულებისა ჩვენ მიმართ, რასაც სამწუხაროდ, ჩვენ ევროპარლამენტიდან ვხედავთ, რომლის უკანაც დგანან ძალები, რომლისთვისაც ეს ევროპარლამენტარები წარმოადგენენ თოჯინებს. არანაირი ღირებულება ამ ანგარიშს არ გააჩნია და წერონ იკითხონ ის, რაც უნდათ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე ევროპარლამენტში კენჭისყრა დღეს გაიმართება. საქართველოს შესახებ დოკუმენტი მათ შორის მოიცავს სანქციებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი