მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი: სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარგზავნილი სარჩელების რაოდენობა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქართველოს ავტოქთონური სასამართლო სისტემა მოქმედებს გამართულად
დავით მათიკაშვილი: სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარგზავნილი სარჩელების რაოდენობა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქართველოს ავტოქთონური სასამართლო სისტემა მოქმედებს გამართულად

იმედი|imedinews.ge

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარგზავნილი სარჩელების რაოდენობა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქართველოს ავტოქთონური სასამართლო სისტემა მოქმედებს გამართულად, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლო არის ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომელიც დემოკრატიული განვითარების საფუძველთა საფუძველს წარმოადგენს. მათიკაშვილის განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში, ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან სასამართლოზე კონტროლის მოპოვება იყო მუდმივი მცდელობის ობიექტი.

„გვახსოვს ვეტინგის სურვილები, თუ როგორ უნდოდათ, ადეიშვილის მოადგილეებსა და სხვა, არაქართველ, უცხოელ მოსამართლეებს, ჩაეტარებინათ ქართველი მოსამართლეების შემოწმებები და რა შედეგიც იქნებოდა, ამ შემთხვევაში მოლდოვის, რუმინეთის მაგალითი არის ნათელი. ეს ყველაფერი უნდათ, რათა საბოლოო ჯამში, მოიპოვონ კონტროლი სამართალწარმოებაზე და სამართლებრივ შედეგებზე.

რეალობა არის აბსოლუტურად სხვა. მარტივი სტატისტიკა - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარგზავნილი სარჩელების რაოდენობა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქართველოს ავტოქთონური სასამართლო სისტემა მოქმედებს გამართულად“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, რამდენად სჭირდებათ გარე ძალებს არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი.

„როგორც კი არჩევნები ახლოვდება, ძლიერდება სასამართლოზე თავდასხმა და ზეწოლა. საზოგადოებისთვის არ იქნება რთული გასაგები, რომ არჩევნების შედეგების თვალსაზრისით, თუკი ევრობიუროკრატია შეძლებდა და საკუთარ ინტერესს სასამართლოში განახორციელებდა, სასამართლოს მხრიდან არაობიექტური ერთი გადაწყვეტილებაც კი, რომელიც იქნებოდა არჩევნებთან დაკავშირებული, მათი აზრით, საზოგადოების მღელვარებას გამოიწვევდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • სასამართლო ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობსრუსთავი 2
  • პროკურორის მტკიცებით, ლილუაშვილის სასამართლო სხდომები მოწმეების უსაფრთხოების დასაცავად დაიხურაBM.GE
  • საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტიაფორმულა
სასამართლო →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი