
დავით ქართველიშვილი: ჩვენ პატივს ვცემთ სომეხი ამომრჩევლის არჩევანს, ჩვენთვის უფრო კომფორტულია პროგნოზირებადი სომხეთი, რომელიც ზუსტად იმ ორბიტაზე იმყოფება, რომლის შესახებაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით თავისი პლუსებით და მინუსებით
იმაზე მკაფიო შეფასება, რაც ეუთო/ოდირის დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა გააკეთა, კიდევ რა უნდა გაეკეთებინა. იმაზე მკაფიო დასკვნა, რაც 2022 წელს წელს ამერიკაში ეუთო/ოდირმა დადო, რომ კონგრესის არჩევნების შედეგად ორი მიცვალებული ადამიანი, დიდი უპირატესობით მიიღეს კონგრესში და ბევრმა მიცვალებულმა ამ არჩევნებში ხმა მისცა, არ დადებულა, მაგრამ ამ ყველაფერს არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
მისივე თქმით, სომხეთის არჩევნების შემთხვევაში „კრავთა სიჩუმეს“ აქვს ადგილი.
„კრავთა სიჩუმეს“ აქვს ადგილი სომხეთის არჩევნების შემთხვევაში, ხოლო საქართველო ყოველთვის სამიზნეში იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ცუდ მაგალითს ვაძლევთ მთელს ევროკავშირს, ევროკავშირის წევრებს და წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, რომ თურმე შესაძლებელია საკუთარი სუვერენიტეტის დაცვით და საკუთარი სუბიექტობის დაცვით აწარმოო ეროვნული პოლიტიკა, რომელიც არ არის თანხვედრაში ბრიუსელის ევრობიუროკრატიის პოლიტიკასთან.
სომხეთის მისამართით ჩვენ ვერ გავიგებთ ვერც ერთ კრიტიკულ შენიშვნას, მაგრამ საქართველოს მისამართით აუცილებლად გაჟღერდებოდა ევროპარლამენტის მორიგი მკვეთრი რეზოლუცია. ევრობიუროკრატების უკან დგას ვასალური და კოლონიალური დამოკიდებულება, რომელიც ვერ იტანს ვერც საკუთარი ორგანიზაციის რიგებში და ვერ მის მიღმა ისეთ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ საშინაო პოლიტიკას სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე აგებენ“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
„ხალხის ძალის“ წევრმა ასევე ისაუბრა საქართველო-სომხეთს შორის სამომავლო ურთიერთობებზეც.
„ჩვენ პატივს ვცემთ სომეხი ამომრჩევლის არჩევანს, ჩვენთვის უფრო კომფორტულია პროგნოზირებადი სომხეთი, რომელიც ზუსტად იმ ორბიტაზე იმყოფება, რომლის შესახებაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით თავისი პლუსებით და მინუსებით და რომელიც საქართველომ უკვე გაიარა.
