მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „ურსულა/კალასები” ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან - სანამ თქვენ არ იქნებით ქვეყნის სათავეში, ჩვენს რუკებზე საქართველო არ გაჩნდება
დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „ურსულა/კალასები” ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან - სანამ თქვენ არ იქნებით ქვეყნის სათავეში, ჩვენს რუკებზე საქართველო არ გაჩნდება

დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „ურსულა/კალასები” ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან - სანამ თქვენ არ იქნებით ქვეყნის სათავეში, ჩვენს რუკებზე საქართველო არ გაჩნდება

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის, თურქეთში ვიზიტსა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს ეხმიანება.

მისი თქმით, თუ საქართველო დღეს შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა, მის ტერიტორიაზე გადის ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი მარშრუტები, ხორციელდება ანაკლიის პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და შავი ზღვის ენერგეტიკული დერეფნის პროექტები, ჩნდება კითხვა - რატომ არ სტუმრობენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები თბილისს?

ქართველიშვილი აღნიშნულ კითხვას საკუთარ პოსტშივე პასუხობს.

„მხოლოდ მშრალი, უემოციო ფაქტების თვალსაზრისით, უკანასკნელი რეგიონული სურათი საკმაოდ საინტერესოა. მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცენტრალურ აზიაში ვიზიტიდან ბრუნდებოდა პრაქტიკული შეთანხმებების პაკეტებით, სატრანზიტო თანამშრომლობის, საბაჟო პროცედურების გაციფრების, სატრანსპორტო დერეფნებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი მექანიზმების შესახებ მიღწეული კონკრეტული შედეგებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, კაია კალასი, თურქეთში ვიზიტს ძირითადად უკვე არაერთხელ მოსმენილი „ბლა-ბლა-ბლა“ თემების განხილვითა და განცხადებების გაცვლით ასრულებდა. ბევრი ითქვა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე და გეოპოლიტიკაზე, თუმცა არაფერი აღმოჩნდა ისეთი, რაც კონკრეტულ შედეგად შეიძლება შეფასდეს.

არანაკლებ საყურადღებო იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტიც. ერევანში გაჟღერდა ფინანსური დახმარების ახალი პაკეტები და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების დაპირებები - „ღია კარებში“ დგომის მორიგი ნომინანტის საპატიო წოდების თვალსაზრისით. ბაქოში კვლავ განიხილეს გაზის მიწოდება, სატრანსპორტო დერეფნები და თანამშრომლობის პერსპექტივები, ოღონდ მორიგ ჯერზე - ამ სამარშრუტო რუკაზე საქართველოს ჯიუტი იგნორირებით. თუმცა, თუ ხმაურიან სათაურებს მოვაშორებთ და საბოლოო შედეგებს დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ აქაც რევოლუციური გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული. საქმე უფრო უკვე არსებული პროცესების დადასტურებას ეხებოდა, ვიდრე სრულიად ახალი პროექტების დაწყებას.

ამ ფონზე ჩნდება საკმაოდ არასასიამოვნო კითხვა: თუ საქართველო დღეს შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა, თუ მის ტერიტორიაზე გადის ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი მარშრუტები, თუ ხორციელდება ანაკლიის პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და შავი ზღვის ენერგეტიკული დერეფნის პროექტები, მაშინ რატომ სტუმრობენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები მეზობელ დედაქალაქებს, ხოლო თბილისს გვერდს უვლიან?

ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან: სანამ თქვენ არ იქნებით ქვეყნის სათავეში, ჩვენს რუკებზე საქართველო არ გაჩნდება. ეს მიდგომა სულ უფრო გვაგონებს რუსეთის დამოკიდებულებას მავზოლეუმის მიმართ: სანამ ლენინს არ მარხავენ, მანამდე ის ცოცხალია. ანალოგიური მიდგომა აქვს კოლექტიურ „ურსულა/კალასებს“ ჩვენი რადიკალების მიმართ: არ ვასაფლავებთ, ესე იგი „жили, живы и будут жить“, - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი