მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: მათი გლობალური მიზანია ჩვენი ხელისუფლების ჩანაცვლება, რასაც ჰქვია სახელმწიფო გადატრიალება, ამიტომ ამ პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ არა მხოლოდ საფრანგეთი, შესაძლოა, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც იყენებენ ან შემდგომში გამოიყენებენ მსგავსი ტიპის კონტინგენტს
დავით ქართველიშვილი: მათი გლობალური მიზანია ჩვენი ხელისუფლების ჩანაცვლება, რასაც ჰქვია სახელმწიფო გადატრიალება, ამიტომ ამ პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ არა მხოლოდ საფრანგეთი, შესაძლოა, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც იყენებენ ან შემდგომში გამოიყენებენ მსგავსი ტიპის კონტინგენტს

იმედი|imedinews.ge

მინდა მივულოცო ჩვენს სპეცსამსახურებს ბრწყინვალედ ჩატარებული ოპერაცია. ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურისთვის ჯაშუშების, უცხო ქვეყნის აგენტების, მზვერავების გამოვლენა უმაღლესი კლასია, რაც კი შეიძლება სპეცსამსახურს ჰქონდეს თავის საქმიანობაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია.

მისი თქმით, ამ ქმედებით საფრანგეთმა დაადასტურა, რომ სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა საქართველოში.

„ის, რომ აღნიშნული გაძევება მოხდა საფრანგეთის მთავრობის მიერ ისე, რომ ჩვენს ხელისუფლებას არანაირი დიპლომატიური სკანდალის რანგში არ აუყვანია ეს ფაქტიო, მეტყველებს ჩვენი მხრიდან კეთილი ნების ჟესტზე და განზრახვაზე, რომელსაც არ ჰქონდა მიზნად ორი ქვეყნის-საფრანგეთის და საქართველოს ურთიერთობების დაძაბვა.

რა შეიძლება ყოფილიყო მიზანი მსგავსი სადაზვერვო მუშაობისა. ეს არის ან დივერსიული ან პოლიტიკური ზრახვები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უფრო პოლიტიკურ ზრახვებს ვხედავ. და ვხედავ გარკვეულწილად უცხო ქვეყნის და დასავლელი ევროპელი მზვერავების ნადირობას იმ ადამიანებზე, რომლებსაც წარსულში ან აწმყოში ჰქონდა ან აქვს რაიმე ურთიერთობები ჩვენი ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებთან. რადგან მათგან ან საჭირო ინფორმაცია მოეპოვებინათ ან გამოეყენებინათ ისინი კონკრეტული ზრახვებისთვის, რომელსაც ჩვენ უკანასკნელი წლები ვხედავთ.

რა არის მათი გლობალური მიზანი, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ჩანაცვლება იმ არაკანონიერი გზით, რასაც ჰქვია სახელმწიფო გადატრიალება, რასაც ჰქვია ტექნიკური მთავრობების შექმნა, პარალელური პარლამენტის შექმნა და ა.შ. ამიტომ ამ პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ არა მხოლოდ საფრანგეთი, შესაძლოა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში სიტუაციის არევით ასევე იყენებენ ან შემდგომში გამოიყენებენ მსგავსი ტიპის კონტინგენტს“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ფრანგული გამოცემის ცნობით, საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი გვარაკიძე: ფულის გათეთრების ფაქტებზე ანაზღაურებულია 49 მილიონ ლარზე მეტის ზიანი

გიორგი გვარაკიძე: ფულის გათეთრების ფაქტებზე ანაზღაურებულია 49 მილიონ ლარზე მეტის ზიანი

იმედი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რადიაციული უსაფრთხოების საკითხზე საჯარო ლექცია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რადიაციული უსაფრთხოების საკითხზე საჯარო ლექცია გაიმართა

იმედი

სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იმედი

გიორგი გვარაკიძე: საქართველოს პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში

გიორგი გვარაკიძე: საქართველოს პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში

იმედი