მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ირგვლივ რუსეთის დიპლომატიური სივრცე სულ უფრო ვიწროვდება, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო მხარდაჭერა კვლავაც მტკიცედ ნარჩუნდება
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ირგვლივ რუსეთის დიპლომატიური სივრცე სულ უფრო ვიწროვდება, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო მხარდაჭერა კვლავაც მტკიცედ ნარჩუნდება

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ნაურუს აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ გაუქმდა დიპლომატიური ურთიერთობები.

ქართველიშვილის თქმით, თუ ის სახელმწიფოები, რომლებიც წლების განმავლობაში რუსეთის საიმედო დიპლომატიურ მოკავშირეებად ითვლებოდნენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში, საკუთარ პოზიციას გადახედავენ, ეს ნიშნავს, რომ ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო ლეგიტიმაციის პროექტი აღარ ფართოვდება, პირიქით, თანდათან მცირდება.

„თითქმის თვრამეტი წლის განმავლობაში რუსეთი თანმიმდევრულად ცდილობდა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება დიდი საერთაშორისო დიპლომატიის ნაწილად ექცია. თუმცა ამ კამპანიის შედეგი უკიდურესად მოკრძალებული აღმოჩნდა. თავად რუსეთის გარდა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ, სირიამ და წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფომ, ნაურუმ აღიარეს. ტუვალუ რომ ტუვალუა, მანაც კი წაიღო უკან ეს აღიარება 2014 წელს. დსთ რომ დსთ-ეა, მასში შემავალ არც ერთ სახელმწიფოს, მიუხედავად მოსკოვთან მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირებისა, მსგავსი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

უკვე ეს ფაქტი მეტყველებდა იმაზე, რომ რუსეთის სტრატეგია ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო ლეგიტიმაციის მიმართულებით ფაქტობრივად ჩიხში შევიდა. დღეს ამ დიპლომატიურმა რესურსმა კიდევ ერთი მტკივნეული დარტყმა მიიღო. ნაურუმ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა და ამით ფაქტობრივად დაშალა იმ მცირერიცხოვანი საერთაშორისო აღიარებების ერთ-ერთი უკანასკნელი სიმბოლო, რომელზეც მოსკოვი წლების განმავლობაში აპელირებდა. სოხუმისა და ცხინვალისთვის ეს მხოლოდ პარტნიორთა რაოდენობის შემცირება არ არის. ეს არის მითის ნგრევა, თითქოს 2008 წლის შემდეგ მათი საერთაშორისო აღიარება ეტაპობრივად ფართოვდებოდა და არსებული სტატუს-კვო შეუქცევადი იყო.

ამ გადაწყვეტილების მიზეზები გაცილებით ღრმაა, ვიდრე ორმხრივი ურთიერთობები. ნაურუ დიდი ხანია ატარებს მაქსიმალურად პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც გლობალური ძალთა ბალანსისა და საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზეა დაფუძნებული. მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოებისთვის დიპლომატიური გადაწყვეტილებები იდეოლოგიის საკითხი კი არა, ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის ინსტრუმენტია. შეცვლილ საერთაშორისო გარემოში არაღიარებულ ტერიტორიებთან ურთიერთობამ ნაურუსთვის პრაქტიკული სარგებელი დაკარგა, მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა გაცილებით ფართო შესაძლებლობებს ქმნის.

მოსკოვისთვის ამ მოვლენას გაცილებით ფართო მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუ ის სახელმწიფოებიც კი, რომლებიც წლების განმავლობაში რუსეთის ყველაზე საიმედო დიპლომატიურ მოკავშირეებად ითვლებოდნენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში, საკუთარ პოზიციას გადახედავენ, ეს ნიშნავს, რომ ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო ლეგიტიმაციის პროექტი აღარ ფართოვდება - პირიქით, თანდათან იკუმშება. 2008 წლის ომიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ რუსეთმა ვერ შეძლო საკუთარი პოზიციის მხარდამჭერი ფართო საერთაშორისო კოალიციის შექმნა. მიმდინარე ტენდენცია საპირისპიროს აჩვენებს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ირგვლივ რუსეთის დიპლომატიური სივრცე სულ უფრო ვიწროვდება, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო მხარდაჭერა კვლავაც მტკიცედ ნარჩუნდება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი

პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი

იმედი

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე

იმედი

ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიას: აი, შენს ეთერში ნათქვამის გამო უდანაშაულო კაცს რომ ხელებზე ბორკილებს დაადებენ, რეალურად, ტყვედ აიყვანენ და არათუ სიტყვას არ დაძრავ მის დასაცავად, მთლად რამიშვილის სტუდიაში დაჯდები და გიჟივით კიდევ გვარამიას 400 კილო ფულზე და საარჩევნო ბიულეტენიდან კოალიციის ამოშლაზე ილაპარაკებ, აი ამისთვის კი უნდა გაიპ.ზდო, საშვილიშვილოდ რომ გახსოვდეს

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“