მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ძირითადად ადგილობრივ მყიდველებზეა დაფუძნებული, უცხოური მოთხოვნა მრავალ ქვეყანაზე ნაწილდება და არც ერთი რეგიონი დომინანტურ პოზიციას არ იკავებს
დავით ქართველიშვილი: საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ძირითადად ადგილობრივ მყიდველებზეა დაფუძნებული, უცხოური მოთხოვნა მრავალ ქვეყანაზე ნაწილდება და არც ერთი რეგიონი დომინანტურ პოზიციას არ იკავებს

დავით ქართველიშვილი: საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ძირითადად ადგილობრივ მყიდველებზეა დაფუძნებული, უცხოური მოთხოვნა მრავალ ქვეყანაზე ნაწილდება და არც ერთი რეგიონი დომინანტურ პოზიციას არ იკავებს

იმედი|imedinews.ge

„არაბული ქალაქებისა“ და „არაბული სოფლების“ შესახებ გავრცელებული თეზისები უფრო პოლიტიკური რიტორიკის ნაწილია, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკა და ობიექტურ საბაზრო ანალიზზე დაფუძნებული დასკვნა, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების დაახლოებით 85% საქართველოს მოქალაქეებზე იყიდება, რაც უარყოფს მითს, თითქოს ადგილობრივ მოსახლეობას უცხოელები მასობრივად ანაცვლებენ.

„ბოლო წლებში ქართულ საინფორმაციო სივრცეში, „პირიქითა ოპოზიციის“ სანაპიროზე, არაერთხელ გაჩნდა მცდელობა, საზოგადოებაში შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს ქვეყანა „არაბული სოფლებისა“ და „არაბული ქალაქების“ გაჩენის ზღვარზე დგას, რომლებიც თითქოს სპარსეთის ყურის ქვეყნების მოქალაქეებით მასობრივად ივსება. თუმცა, მსგავსი მტკიცებები ოფიციალურ სტატისტიკასა და უძრავი ქონების ბაზრის ანალიტიკურ მონაცემებთან კრიტიკულ შედარებას ვერ უძლებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (Geostat), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ბაზრის წამყვანი ანალიტიკური ცენტრები არ აქვეყნებენ ისეთ მონაცემებს, რომელიც დაადასტურებდა, რომ არაბული ქვეყნების მოქალაქეები საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე დომინანტურ პოზიციას იკავებენ. მეტიც, კვლევების უმეტესობაში არაბული ქვეყნების მოქალაქეები ცალკე სტატისტიკურ კატეგორიადაც კი არ არიან გამოყოფილი, რადგან მათი წილი ყველაზე მსხვილ ჯგუფებს შორის არ მოიაზრება.

უძრავი ქონების ბაზრის კვლევა სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებს. თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების დაახლოებით 85% საქართველოს მოქალაქეებზე იყიდება, რაც თავისთავად უარყოფს მითს, თითქოს ადგილობრივ მოსახლეობას უცხოელები მასობრივად ანაცვლებენ. დარჩენილი დაახლოებით 15%-ის ფარგლებში ყველაზე მრავალრიცხოვან უცხოელ მყიდველებს ტრადიციულად წარმოადგენენ რუსეთის, ისრაელის, უკრაინის, თურქეთის, პოლონეთის, გერმანიის, აშშ-ისა და სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეები. სწორედ ეს ქვეყნები ფიგურირებენ რეგულარულად როგორც საბანკო, ისე დეველოპერული სექტორის ანალიტიკურ ანგარიშებში.

არაბული ქვეყნების მოქალაქეები, მიუხედავად მზარდი ინტერესისა საქართველოს ბაზრის მიმართ, არც ერთ კვლევაში დომინანტურ კატეგორიას არ წარმოადგენენ, ხშირად „სხვა ქვეყნების“ საერთო ჯგუფშიც კი ერთიანდებიან და ყველაზე ოპტიმისტური მონაცემებით, 1% თუ წარმოადგენენ. ამასთან, აუცილებელია ერთმანეთისგან მკაფიოდ გაიმიჯნოს ინვესტიცია და მოსახლეობის მასობრივი გადმოსახლება. არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარისა და საუდის არაბეთის კაპიტალით განხორციელებული მსხვილი პროექტები ძირითადად მიმართულია სასტუმროების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, კომერციული უძრავი ქონებისა და მომსახურების ობიექტების განვითარებაზე. ასეთი პროექტები ქმნის ათასობით სამუშაო ადგილს, ზრდის საგადასახადო შემოსავლებს, აძლიერებს ტურიზმს და ამაღლებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას. ეს არ წარმოადგენს არც „არაბული ანკლავების“ შექმნის მტკიცებულებას და არც იმას ნიშნავს, რომ არაბული ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში საცხოვრებელ უძრავ ქონებას მასობრივად იძენენ.

ამიტომ „არაბული ქალაქებისა“ და „არაბული სოფლების“ შესახებ გავრცელებული თეზისები უფრო პოლიტიკური რიტორიკის ნაწილია, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკა და ობიექტურ საბაზრო ანალიზზე დაფუძნებული დასკვნა. რეალური სურათი გაცილებით პრაგმატულია: საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ძირითადად ადგილობრივ მყიდველებზეა დაფუძნებული, უცხოური მოთხოვნა მრავალ ქვეყანაზე ნაწილდება და არც ერთი რეგიონი დომინანტურ პოზიციას არ იკავებს. ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან შემოსული კაპიტალი არ არის დემოგრაფიული ექსპანსიის ნიშანი. იგი საერთაშორისო ინვესტორების მზარდი ნდობის გამოხატულებაა საქართველოს ეკონომიკის, ტურისტული პოტენციალისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს მიმართ. სწორედ ინვესტიციები და არა პოლიტიკური მითები წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას“, - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე სახელმწიფო ქონება საპატრიარქოს 1 ლარად გადაეცაBM.GE
  • ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით კითხვებს ლილუაშვილის მეუღლე უპასუხებსტვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებითრუსთავი 2
ქონების →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

იმედი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი