მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!
დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს რუსეთის მიერ თავისი ბაზრის შეზღუდვას სომხური პროდუქციისთვის. ანალიტიკოსის აზრით, ესაა პირდაპირი გზავნილი ერევნისთვის, რათა შეცვალონ გეოპოლიტიკური კურსი.

ქართველიშვილი წერს, რომ სომხეთის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე ზედმეტად ღრმაა, სწორედ ამიტომაა კონფლიქტი მისთვის სახიფათო.

„სომხეთს პოლიტიკურად სურს რუსეთისგან დისტანცირება, მაგრამ ეკონომიკურად კვლავაც რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული. მოსკოვს ეს ძალიან კარგად ესმის და მოქმედებს არა ტანკებით, არამედ ფიტოსანიტარული აქტებით, ლაბორატორიული შემოწმებებითა და სავაჭრო ბარიერებით. საქართველოს ეს „კინო" უკვე ნანახი აქვს“, - წერს ანალიტიკოსი.

ქართველიშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ევროპას არ შეუძლია რუსეთის ჩანაცვლება მოხმარების მოცულობით, ლოჯისტიკითა და სომხური პროდუქციის ბრუნვის სისწრაფით.

„7 ივნისის არჩევნების წინ, რუსეთი სომხეთის ყველაზე მტკივნეულ წერტილს ურტყამს - საფულეს: კონიაკი, ღვინო, ყვავილები, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მინერალური წყალი. ეს უბრალოდ საქონელი არ არის, ეს ქვეყნის ძირითადი საექსპორტო სისტემაა. როდესაც მოსკოვი საკუთარ ბაზარზე წვდომას ზღუდავს, ერევანს სრულიად გასაგებ სიგნალს უგზავნის: თქვენი გეოპოლიტიკური შემობრუნება ფასი ეღირება, სამუშაო ადგილების, შემოსავლებისა და შიდა სტაბილურობის სახით. სომხური საზოგადოება ამ ყველაფერზე ერთიანი ფრონტით არ რეაგირებს, ისედაც პოლარიზებული საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებითაც გაყოფილია. ფაშინიანის მხარდამჭერები ამ ყველაფერს კრემლის ზეწოლად აღიქვამენ ქვეყნის დამოუკიდებელი კურსის გამო. ოპოზიცია კი თავად ფაშინიანს ადანაშაულებს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან ურთიერთობების დანგრევაში. ბიზნესისთვის კი იდეოლოგია მეორეხარისხოვანია - მათ სჭირდებათ პროდუქციის გაყიდვა, ხელფასების გადახდა და კონტრაქტების შენარჩუნება.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ რადიკალურად პრორუსული ბანაკი, ბოლო წლების საერთო დინამიკიდან გამომდინარე, უკვე აღარ გამოიყურება უმრავლესობად. ყარაბაღის მოვლენების შემდეგ რუსეთის, როგორც უსაფრთხოების უპირობო გარანტის იმიჯი, ბევრისთვის სერიოზულად შეირყა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სომხური საზოგადოების უმრავლესობა მზად არის მოსკოვთან მკვეთრი გაწყვეტისთვის, ეკონომიკური დამოკიდებულება ჯერ კიდევ ზედმეტად ღრმაა. სწორედ ამიტომ არის ეს კონფლიქტი ერევნისთვის განსაკუთრებით სახიფათო. სომხეთს პოლიტიკურად სურს რუსეთისგან დისტანცირება, მაგრამ ეკონომიკურად კვლავაც რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული. მოსკოვს ეს ძალიან კარგად ესმის და მოქმედებს არა ტანკებით, არამედ ფიტოსანიტარული აქტებით, ლაბორატორიული შემოწმებებითა და სავაჭრო ბარიერებით. საქართველოს ეს „კინო" უკვე ნანახი აქვს. ეს არის ზეწოლის ცივი და პრაგმატული ფორმა, ხმამაღალი განცხადებების გარეშე, მაგრამ პირდაპირი დარტყმით სომხეთის შიდა სტაბილურობაზე.

ამ ყველაფრის ფონზე, მთავარი სტრატეგიული კითხვა ერევნისთვის დღეს არის: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?! დღევანდელი რეალობით პასუხი სომხური ეკონომიკისთვის ცალსახად უარყოფითია. ევროკავშირს შეუძლია გრანტების პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის მხოლოდ თეორიული შეთავაზება (ეს „კინოც" ნანახი გვაქვს), მაგრამ რუსეთის ჩანაცვლება მოხმარების მოცულობით, ლოჯისტიკით, ისტორიული სავაჭრო კავშირებითა და სომხური პროდუქციის ბრუნვის სისწრაფით, ევროპას არც ახლო მომავალში შეუძლია და არც გრძელვადიან პერსპექტივაში“, - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →რუსეთის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება