მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: სულ უფრო მეტი სახელმწიფო იჩენს სიფრთხილეს იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართალი პოლიტიკურ ომში იარაღად იქცევა
დავით ქართველიშვილი: სულ უფრო მეტი სახელმწიფო იჩენს სიფრთხილეს იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართალი პოლიტიკურ ომში იარაღად იქცევა

დავით ქართველიშვილი: სულ უფრო მეტი სახელმწიფო იჩენს სიფრთხილეს იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართალი პოლიტიკურ ომში იარაღად იქცევა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც საქართველოსთან ერთად, კიდევ 11 ქვეყანა არ შეუერთდა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ შეთანხმებაზე 12 ქვეყნის უარი საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ მსოფლიო ნელა, მაგრამ შეუქცევადად მიემართება უფრო პრაგმატული, მრავალპოლარული და სამართლიანი წესრიგისკენ.

ქართველიშვილის თქმით, მსოფლიო დაიღალა იმით, რომ „საერთაშორისო მართლმსაჯულება“ ძალიან ხშირად ემთხვევა კოლექტიური დასავლეთის მიმდინარე პოლიტიკურ ინტერესებს.

„იმ 12 ქვეყნის სია, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინის საკითხზე რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მექანიზმთან მიერთებაზე, უბრალოდ ტექნიკური დიპლომატია აღარაა - ეს თავად ევროპის შიგნით და მის გარშემო დაწყებული გეოპოლიტიკური გახლეჩის კიდევ ერთი სიმპტომია. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ამ სახელმწიფოებს შორის აღმოჩნდნენ არა მხოლოდ უკვე ტრადიციული „დისიდენტები“, როგორიც არიან უნგრეთი და სერბეთი, არამედ საქართველოც, თურქეთიც, აზერბაიჯანიც, სლოვაკეთიც, ბულგარეთიც და ბალკანეთის სხვა ქვეყნებიც. ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი სახელმწიფო იჩენს სიფრთხილეს იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართალი პოლიტიკურ ომში იარაღად იქცევა, სადაც დღეს ერთს ასამართლებენ, ხვალ კი იგივე მექანიზმი შესაძლოა ნებისმიერი არასასურველი ხელისუფლებისა და ლიდერის წინააღმდეგ გამოიყენონ.

საქართველომ ამ ვითარებაში აჩვენა არა „პრორუსული პოზიცია“, როგორც ამას რადიკალური ლიბერალური წრეები და ჩვენი "ვაი-ოპოზიცია" შეეცდებიან წარმოაჩინონ, არამედ სახელმწიფოს თვითგადარჩენის ელემენტარული ინსტინქტი. ქვეყანა, რომელიც ურთულეს გეოგრაფიულ კვანძში მდებარეობს - რუსეთს, თურქეთს, კავკასიას, შავ ზღვასა და აღმოსავლეთ–დასავლეთის დერეფანს შორის, ვერ დაუშვებს მონაწილეობას ისეთ პროექტებში, რომლებიც საბოლოოდ ანადგურებს მომავალი მოლაპარაკებებისა და რეგიონული მანევრირების სივრცეს. მით უმეტეს ანაკლიის პორტის მშენებლობის, შუა დერეფნის გაძლიერების, საქართველოს მზარდი სატრანზიტო მნიშვნელობისა და თბილისის თანდათანობითი გეოეკონომიკური სუბიექტობის ფონზე. მსგავსი მასშტაბის სახელმწიფოებისთვის ემოციები ფუფუნებაა, ხოლო გადარჩენა ყოველთვის ცივ გათვლაზე დგას.

ყველაზე უსიამოვნო ბრიუსელისა და დასავლური ელიტების ნაწილისთვის კი ის არის, რომ ასეთი ქვეყნების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. მსოფლიო ნელ-ნელა იღლება იმ მოდელით, სადაც „საერთაშორისო მართლმსაჯულება“ ძალიან ხშირად ემთხვევა კოლექტიური დასავლეთის მიმდინარე პოლიტიკურ ინტერესებს. და რაც უფრო გაძლიერდება იდეოლოგიური ლოიალობის სავალდებულო მოთხოვნით ზეწოლა, მით უფრო გაფართოვდება იმ სახელმწიფოების წრე, რომლებიც დისტანციის შენარჩუნებას ამჯობინებენ. ამ თვალსაზრისით, ამ 12 ქვეყნის უარი არა ეპიზოდი, არამედ საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ მსოფლიო ნელა, მაგრამ შეუქცევადად მიემართება უფრო პრაგმატული, მრავალპოლარული და სამართლიანი წესრიგისკენ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი