მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ
დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ

დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ

იმედი|imedinews.ge

სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, საქართველო ფსონს დებს არა რუსეთთან დაპირისპირებაში გამარჯვებაზე, არამედ იმაზე, რომ თავად არ გახდეს შემდეგი ომის ობიექტი.

„საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ დღეს გაცილებით ნაკლებად იდუმალი ჩანს, თუ მას სწორედ რომ უკრაინის გამოცდილების პრიზმაში განვიხილავთ. ქვეყნის ხელისუფლება ხედავს და კარგად ათვითცნობიერებს, რომ რუსეთი არა მხოლოდ აგრძელებს ომს, არამედ შეუძლია ამ სამხედრო ზეწოლის მკვეთრად გაძლიერება: მასირებული დარტყმები უკრაინაზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, შორ მანძილზე მოქმედი ოპერაციების გაფართოება და ამავდროულად ფრონტზე ზეწოლის შენარჩუნება აჩვენებს, რომ მოსკოვი მზად არის ხანგრძლივი ესკალაციისთვის საკუთარი მიზნების მისაღწევად.

საქართველოსთვის, რომელმაც უკვე გაიარა 2008 წლის ომი და რუსეთთან მოუგვარებელი კონფლიქტები აქვს, ეს აბსტრაქტული გეოპოლიტიკა კი არა, საკუთარი ეროვნული კატასტროფის პოტენციური სცენარია. ამიტომ თბილისი შეგნებულად ერიდება ისეთ ნაბიჯებს, რომლებმაც რუსეთთან პოლიტიკური დაპირისპირება სამხედრო კონფლიქტად შეიძლება აქციოს. აქედან უფრო გასაგები ხდება საქართველოს სიფრთხილე სანქციებისა და დასავლეთის ანტირუსულ ხაზთან პირდაპირი მიერთების საკითხშიც. ეს სულაც არ ნიშნავს აუცილებლად პრორუსულ შემობრუნებას, როგორც ამას უსამშობლო რადიკალები წარმოაჩენენ. უფრო ზუსტად, ამას რისკების მინიმიზაციის სტრატეგია შეიძლება ეწოდოს.

მოქმედი ხელისუფლების ლოგიკა შეიძლება უკიდურესად მკაცრი იყოს: თუ რუსეთს შეუძლია ასეთი მასშტაბის ომის წარმოება უკრაინის წინააღმდეგ და ამასთანავე არ არსებობს კავკასიაში ახალი ფრონტი გახსნის აუცილებლობა, საქართველოსთვის მით უფრო არ არსებობს მიზეზი, საკუთარი ნებით გახდეს პირდაპირი დაპირისპირების შემდეგი წერტილი. საჩვენებელი ფაქტი: რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ ევროკავშირის აგვისტოს ახალ სანქციურ პაკეტს შეუერთდნენ ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია და უკრაინა, მაშინ როდესაც საქართველომ ეს არ გააკეთა.

თბილისი ცდილობს შეინარჩუნოს ეკონომიკური კავშირები, კომუნიკაციის არხები და პოლიტიკური მანევრის სივრცე, სწორედ იმიტომ, რომ პატარა ქვეყნისთვის შეცდომის ფასი უკიდურესად მაღალია. ამასთან, უკრაინის გარშემო მიმდინარე დიპლომატიური აქტივობა ამ სიფრთხილეს კიდევ უფრო აძლიერებს და არა პირიქით. CIA-ის დირექტორის, ჯონ რეტკლიფის, ფარული ვიზიტი მოსკოვში და ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრის განხილვა აჩვენებს, რომ ვაშინგტონი ერთდროულად ცდილობს რუსეთს კონფლიქტის შემდგომი გაფართოებისგან თავი შეაკავებინოს და მისი დასრულების ფორმულა მოძებნოს. თბილისისთვის ეს კიდევ ერთი არგუმენტია, რომ მკვეთრი ნაბიჯები არ გადადგას: თუ აშშ-სა და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის უფრო მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ. სწორედ ამიტომ სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის.

როგორც ჩანს, საქართველო ფსონს დებს არა რუსეთთან დაპირისპირებაში გამარჯვებაზე, არამედ იმაზე, რომ თავად არ გახდეს შემდეგი ომის ობიექტი. ეს ხსნის მის სურვილს, ერთდროულად არ გაწყვიტოს ურთიერთობები დასავლეთთან, არ გადაკვეთოს მოსკოვთან ურთიერთობაში გარკვეული წითელი ხაზები და დაელოდოს, თუ როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომის კონფიგურაციის შეცვლის მიმდინარე მცდელობა. რუსეთის ჯარების ყოფნის პირობებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, პატარა სახელმწიფოსთვის ეს არა სტრატეგიის სისუსტე, არამედ ცივი გათვლაა: უპირველეს ყოვლისა, შეინარჩუნოს სახელმწიფო და მხოლოდ ამის შემდეგ, ახალი მსოფლიო კონფიგურაციის ჩამოყალიბების პირობებში, როდესაც კრემლის კარზე მისაღებად დასავლეთის ლიდერების რიგებს ვიხილავთ, გადაწყვიტოს, რამდენად შორს, რამდენად პრაგმატულად და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვით შეუძლია წავიდეს რუსეთთან ურთიერთობების შესაძლო რეაბილიტაციისკენ“, - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა

იმედი

ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ

ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ

იმედი

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

იმედი

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

იმედი