მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით რუსია: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების ახალი პორტალის მიზანია ინფორმაციაზე წვდომისა და ანალიზის სისწორის გამარტივება
დავით რუსია: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების ახალი პორტალის მიზანია ინფორმაციაზე წვდომისა და ანალიზის სისწორის გამარტივება

დავით რუსია: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების ახალი პორტალის მიზანია ინფორმაციაზე წვდომისა და ანალიზის სისწორის გამარტივება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიური ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიურ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.

საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის, დავით რუსიას შეფასებით, ეროვნული ბანკის ახალი პორტალი მნიშვნელოვნად გაამარტივებს ეკონომიკური მონაცემების მოძიებასა და ანალიზს როგორც სპეციალისტებისთვის, ისე სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის. მისი თქმით, პლატფორმა მომხმარებლებს სწრაფ წვდომას მისცემს სანდო და ამომწურავ ინფორმაციაზე, რომლის მოძიებასაც ადრე გაცილებით მეტი დრო სჭირდებოდა. რუსიას შეფასებით, პორტალი საინტერესო შესაძლებლობას ქმნის ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვისაც, რადგან ისინი ეკონომიკურ მონაცემებს პირველწყაროდან - ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან მიიღებენ.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე ამ თვეში მეორე დიდი შესაძლებლობა წარმოგვიდგინა ეკონომიკის სფეროთი დაინტერესებულ პირებს, ანალიტიკოსებს და სტუდენტებს. მათ პორტალი შესაძლებლობას მისცემს მოკლე დროში, სწრაფად და ამავდროულად დინამიკურად მიიღონ დიდი მოცულობის ინფორმაცია, რომელთა მოძიება დაახლოებით 5-10 წლის წინ თვეზე მეტი დრო სჭირდებოდა. ეს პირველ ყოვლისა გაადვილებს ინფორმაციაზე წვდომას და ანალიზის სიზუსტეს. ეროვნულ ბანკის საიტზე მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება არა მარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის არამედ ნებისმიერი ქვეყნის დაინტერესებული პირისა და ინვესტორისთვის“, - აღნიშნა დავით რუსიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კიევსა და ლვოვში ფედოროვის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

კიევსა და ლვოვში ფედოროვის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

იმედი

გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან

გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან

იმედი

ნინო თანდილაშვილი შოვის ტრაგედიაზე: უამრავი ცრუ ინფორმაცია მოვისმინეთ იმ პერიოდში. იყო საუბრები, სპეკულაციები თითქოს იქ დაგუბება იყო, სახელმწიფომ ეს ყველაფერი ვერ შეამჩნია, სპეციალისტებს გამოეპარათ... შვეიცარიულმა კომპანიამ შეაფასა შოვში განვითარებული ტრაგედია და დაიწერა ძალიან კვალიფიციური დასკვნა. დადასტურდა, რომ ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური პროცესი, რომელიც ძალიან მოკლე დროში განვითარდა და რომ რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტა ამ სტიქიის პრევენციას ვერ მოახდენდა

ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სეუტაში შეჭრილი ყველა მიგრანტი მაროკოში დაბრუნდება

ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სეუტაში შეჭრილი ყველა მიგრანტი მაროკოში დაბრუნდება

იმედი