მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: ადგილობრივი წარმოების განვითარება რეგიონების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს
დავით სონღულაშვილი: ადგილობრივი წარმოების განვითარება რეგიონების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს

დავით სონღულაშვილი: ადგილობრივი წარმოების განვითარება რეგიონების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებსა და დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარე საქმიანობას გაეცნო.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი გაეცნო მეფრინველეობის ფერმის, ერთწლოვანი კულტურების სასათბურე მეურნეობის, ბიომარწყვის, ლოკოკინისა და რძის გადამუშავების საწარმოების საქმიანობას, თბილისის ეროვნულ პარკში არსებულ ტურისტულ-რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას და ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში ვიზიტი, რადგან ადგილზე გვაქვს შესაძლებლობა, გავეცნოთ სხვადასხვა მწარმოებელს, მათ საქმიანობას, გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს. სწორედ ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ქმნის მყარ საფუძველს მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის, ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და მისი პოპულარიზაციის ზრდას.

საწარმოებთან ერთად, შესაძლებლობა გვქონდა დაგვეთვალიერებინა დაცული ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც. ამ მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა დაცულ ტერიტორიებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ვიზიტორების სათანადო მომსახურებას უზრუნველყოფს. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს უნიკალური ბუნებისა და გარემოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის გაცნობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არაგვის ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ერთი მიმართულებით დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება

არაგვის ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ერთი მიმართულებით დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება

იმედი

საქართველოს პროკურატურამ  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი

POLITICO: მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში

POLITICO: მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში

იმედი

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა

იმედი