მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთი საწარმოების განვითარებას, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებით აწარმოებენ კონკურენტუნარიან ქართულ პროდუქციას
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთი საწარმოების განვითარებას, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებით აწარმოებენ კონკურენტუნარიან ქართულ პროდუქციას

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთი საწარმოების განვითარებას, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებით აწარმოებენ კონკურენტუნარიან ქართულ პროდუქციას

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ქუთაისში შპს „ფემილირითეილის“ საწარმოს ეწვია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დავით სონღულაშვილი საწარმოს ინფრასტრუქტურას, მზა კერძების, საკონდიტრო ნაწარმისა და ნახევარფაბრიკატების წარმოების პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიებს და საწარმოს შესაძლებლობებს გაეცნო. მინისტრი საწარმოს ხელმძღვანელობას შეხვდა და დარგის განვითარების, ხარისხის სტანდარტებისა და ადგილობრივი წარმოების გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთი საწარმოების განვითარებას, რომლებიც მაღალი ხარისხის, უვნებელ პროდუქციას აწარმოებენ და თანამედროვე სტანდარტების საშუალებით ქმნიან კონკურენტუნარიან ქართულ პროდუქციას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შპს „ფემილირითეილი“ მზა კერძებს, საკონდიტრო ნაწარმსა და ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს. კომპანია ასევე ფლობს სასურსათო მაღაზიების ქსელს, რომელიც 30 ფილიალს აერთიანებს. საწარმო 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება.

საწარმოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხელი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებასBM.GE
  • დიდ დიღომს მეტროსადგურ "დიდუბესთან" ტრამვაის ახალი ხაზი დააკავშირებს - ხელშეკრულებას ხელი მოეწერარუსთავი 2
  • ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს - ყოფილ პრემიერს ხელი ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადოტვ პირველი
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთფორმულა
ხელი →

მსგავსი სტატიები

დავით ჩიხელიძე: შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს,  სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას თორნიკე რაზმაძე საზოგადოებისთვის შეგნებულად სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს

ირაკლი ნადარეიშვილი: CIFTIS-ზე საქართველოს წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაპოზიციონიროთ არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფანი, არამედ როგორც ჰაბი, რომელიც ამ დერეფანს შესაბამისი ციფრული, საფინანსო და სხვა ტიპის მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ფარჰად აბდულაევს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ფარჰად აბდულაევს შეხვდა

იმედი

პესკოვი: რუსეთი შავ ზღვაში გემების განადგურებას გააგრძელებს

პესკოვი: რუსეთი შავ ზღვაში გემების განადგურებას გააგრძელებს

იმედი