მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებას
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებას

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებას

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში მდებარე შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ ეწვია და სასწავლებლის საქმიანობას, სასწავლო პროცესსა და საწარმოო მიმართულებებს გაეცნო.

მინისტრმა სკოლის ინფრასტრუქტურა, მეცხოველეობის ფერმა და რძის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. დავით სონღულაშვილმა სკოლის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებისა და წარმოების განვითარების შესახებ.

„აგრარულ სკოლაში სტუდენტები სწავლასთან ერთად უშუალოდ ფერმასა და საწარმოში იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისთვის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებას, გაძლიერდეს ადგილობრივი წარმოება და ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი პროფესიული განათლება, ხოლო მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანაში გამოიყენონ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ მიხო სვიმონიშვილის ინიციატივით, საქართველოსა და შვეიცარიის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა. სასწავლებლის შექმნის პროცესში შვეიცარიის ერთ-ერთ წამყვან აგრარულ სკოლასთან „პლანტაჰოფი“ თანამშრომლობით მომზადდა სასწავლო პროგრამები, დაიგეგმა პრაქტიკული სწავლების კომპონენტი დ აგადამზადდნენ პედაგოგები.

სკოლამ პირველი სტუდენტები 2021 წელს მიიღო. ამავე წლიდან სასწავლებელი ავტორიზებულია და სტუდენტებს „ფერმერისა“ და „რძის პროდუქტების წარმოების“ პროფესიულ პროგრამებს სთავაზობს. სასწავლო პროცესი თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ მომზადებასაც მოიცავს.

სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს მეცხოველეობის ფერმა და რძის გადამმუშავებელი საწარმო, სადაც შვეიცარიული ტექნოლოგიით ყველი და სხვა რძის პროდუქტები მზადდება. საწარმოს პროდუქცია საქართველოს ბაზარზე იყიდება და ექსპორტზეც გადის.

შვეიცარიულ აგრარულ სკოლაში „კავკასია“ მინისტრთან ერთად ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლიბანის პრეზიდენტი გმობს ისრაელის თავდასხმებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში

ლიბანის პრეზიდენტი გმობს ისრაელის თავდასხმებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში

იმედი

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთ

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთ

იმედი

აკაკი ალადაშვილი რუსოფობიურ განცხადებებზე: ეს არის მცდელობა, რომ რუსეთმა ჩვენ როგორც რუსოფობიურ და რუსეთისთვის მტრულ სახელმწიფოდ აღგვიქვას, შეგვიჩეროს ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობები და ჩამოიშალოს ჩვენი ეკონომიკა

ცოტნე ანანიძე: ტოკიოდან თბილისამდე, უხვ ნალექთან დაკავშირებული გამოწვევებია, ვნახეთ მერიის თანამშრომლების თავდაუზოგავი მუშაობა ძლიერი წვიმის დროს, ოპოზიცია კი, ლაზარეობას (ამინდის ღვთაება) ითხოვს კალაძისგან