მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: დღეს საქართველოს რეგიონებში იწარმოება პროდუქცია, რომელიც წარმატებით იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე
დავით სონღულაშვილი: დღეს საქართველოს რეგიონებში იწარმოება პროდუქცია, რომელიც წარმატებით იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე

დავით სონღულაშვილი: დღეს საქართველოს რეგიონებში იწარმოება პროდუქცია, რომელიც წარმატებით იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი სხვადასხვა მიმართულების აგროსაწარმოები დაათვალიერა.

მინისტრი ბაღდათის, ხონის, სამტრედიის მუნიციპალიტეტებსა და ქუთაისში მოქმედ საწარმოებს ეწვია, სადაც ადგილზე გაეცნო მეღვინეობის, ხილისა და დაფნის გადამუშავების, თაფლის წარმოების, აკვაკულტურის, ქართული ნუგბარის, მზა კერძებისა და საკონდიტრო ნაწარმის წარმოების პროცესებს, ასევე დაათვალიერა საწარმოების ინფრასტრუქტურა და გაეცნო თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საწარმოო შესაძლებლობებს.

„დღეს საქართველოს რეგიონებში იწარმოება პროდუქცია, რომელიც წარმატებით იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მეტ ქართულ საწარმოს შევუქმნათ განვითარების, წარმოების გაფართოებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, რათა ქართული ხარისხი კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი მსოფლიოს ბაზრებზე“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აგრძელებს რეგიონებში ჩასვლას და ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრას. შეხვედრების ფარგლებში მინისტრი ეცნობა მათ საქმიანობასა და წარმოების პროცესს. ასევე განიხილება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი მხარდამჭერი პროგრამები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Bloomberg: არქტიკაში მდებარე რუსეთის ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, რომელიც იამალის ნახევარკუნძულიდან დღემდე დიდი რაოდენობით თხევად ბუნებრივ გაზს იძენს

Bloomberg: არქტიკაში მდებარე რუსეთის ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, რომელიც იამალის ნახევარკუნძულიდან დღემდე დიდი რაოდენობით თხევად ბუნებრივ გაზს იძენს

იმედი

დონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში

დონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში

იმედი

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

იმედი

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი