მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ღვინო იწყება ხარისხიანი ვენახიდან. ხარისხიანი ვენახი კი შეუძლებელია შესაბამისი ადგილის, ნიადაგის ანალიზის და სერტიფიცირებული ვაზის ნერგის გარეშე
დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ღვინო იწყება ხარისხიანი ვენახიდან. ხარისხიანი ვენახი კი შეუძლებელია შესაბამისი ადგილის, ნიადაგის ანალიზის და სერტიფიცირებული ვაზის ნერგის გარეშე

დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ღვინო იწყება ხარისხიანი ვენახიდან. ხარისხიანი ვენახი კი შეუძლებელია შესაბამისი ადგილის, ნიადაგის ანალიზის და სერტიფიცირებული ვაზის ნერგის გარეშე

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობა.

დავით სონღულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეწარმეო ვენახების გაშენების რეგულაცია ხელს შეუწყობს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე.

„დღეს ღვინის მოხმარება, 1961 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეს შემცირება განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში მოხდა. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენცია მნიშვნელოვნად გამძაფრდა. ასეთ პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქართულ ღვინოს 8000-წლიანი ტრადიცია აქვს, ქართული ღვინო უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ვახორციელებთ რიგ რეფორმებს. ხარისხიანი ღვინო იწყება ხარისხიანი ვენახიდან. ხარისხიანი ვენახი კი შეუძლებელია შესაბამისი ადგილის, ნიადაგის ანალიზის და სერტიფიცირებული ვაზის ნერგის გარეშე. სწორედ ამან განაპირობა საჭიროება, რომ მკაფიოდ განისაზღვროს, სად და რა პირობებში უნდა გაშენდეს ვენახი, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიც არის გრუნტის წყლის დონე“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მევენახეობა-მეღვინეობა ქვეყნის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგია და ღვინო მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ამ ფონზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ღვინის ხარისხი და გაძლიერდეს პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე.

„ამასთანავე, ჩემთვის მნიშვნელოვანია მევენახეების შრომის დაცვა. ადამიანი, რომელიც ხარისხიან ყურძენს აწარმოებს, არ უნდა იყოს იმავე პირობებში, სადაც ნაკლებად ხარისხიანი პროდუქცია იწარმოება. სწორედ ამიტომ ვნერგავთ დამატებით მექანიზმებს, მათ შორის, ორგანოლეპტიკურ კონტროლს, რათა ექსპორტზე გავიდეს მხოლოდ ის ღვინო, რომელიც სრულად შეესაბამება ხარისხის სტანდარტებს. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ასე შევძლებთ, ქართული ღვინო კიდევ უფრო მეტად გავხადოთ კონკურენტუნარიანი, გავიდეთ ახალ ბაზრებზე და გავამყაროთ არსებული პოზიციები”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი