მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი ხილის ექსპორტიორებს შეხვდა
დავით სონღულაშვილი ხილის ექსპორტიორებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი ხილის ექსპორტიორებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხილის ექსპორტიორებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს საექსპორტო მიმართულებით არსებული საჭიროებების, გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების განხილვა წარმოადგენდა.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, ექსპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვხვდებით ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა მათთან ერთად ვიმუშაოთ უფრო ეფექტიანი გზების მოძიებაზე”,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ექსპორტიორებთან ერთად, სამინისტროს და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდება იდენტიფიცირებული საკითხების დეტალური განხილვა და მათი გადაჭრის შესაბამისი გზების განსაზღვრა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე, ლაშა ავალიანი, ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ვახტანგ ბეჟიტაშვილი, სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო www.ekalata.gov.ge - სექტემბრის თვის ფასების დინამიკას ავრცელებს

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო www.ekalata.gov.ge - სექტემბრის თვის ფასების დინამიკას ავრცელებს

იმედი

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გადამუშავებული 147 300 ტონა ყურძნის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გადამუშავებული 147 300 ტონა ყურძნის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა

იმედი

აშშ-ის ხაზინის მდივანი ევროპას დიზელის მარაგების გახსნისკენ მოუწოდებს - ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უნდა დააჩქარონ უკვე აღებული ვალდებულებების შესრულება და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ დამატებითი მარაგების ხელმისაწვდომობა

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

იმედი