მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა
დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებს დარგობრივი საბჭოს შექმნის ინიციატივა გააცნო.

„სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მეფრინველეობის სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ. მნიშვნელოვანია, დარგის წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაციის საფუძველზე განისაზღვროს ის ნაბიჯები და მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, ხარისხის გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე, მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად მინისტრის მოადგილეების კურატორობით იმართება. კვარტალში ერთხელ კი, შეხვედრას მინისტრი ხელმძღვანელობს. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა ინტერესების მეტად გათვალისწინებას და სექტორის განვითარებისკენ მიმართული პროექტების ეფექტიან დაგეგმვას.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე, ლაშა ავალიანი, ასევე სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა

იმედი

ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული - ეს პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა

კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი