მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებული აკვაკულტურის პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ
დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებული აკვაკულტურის პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებული აკვაკულტურის პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, თევზის სატბორე მეურნეობა დაათვალიერა. შპს „ათ“ სხვადასხვა ჯიშის თევზის (ზუთხი, კობრი, სქელშუბლა) მოშენებას ახორციელებს და ხიზილალას აწარმოებს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზეც ყიდის და ექსპორტზეც გააქვს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, მალაიზია, სინგაპური, ავსტრალია.

„საქართველოს აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სექტორის წარმომადგენლებთან ბიოუსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერების, დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესების, ასევე, საკანონმდებლო მიმართულებებით. იმისათვის, რომ ქვეყანაში ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისოდ აღიარებულ უვნებლობის სტანდარტებს, უმნიშვნელოვანესია შესაბამისი ცოდნა და ამ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით სონღულაშვილი: მოქმედებს სხვადასხვა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ვაგრძელებთ, რათა რეგიონები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს

დავით სონღულაშვილი: მოქმედებს სხვადასხვა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ვაგრძელებთ, რათა რეგიონები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს

იმედი

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

იმედი

IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა

IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა

იმედი

დავით სონღულაშვილი ბაღდათში ღვინის მარნის „ლაბარა“ საქმიანობას გაეცნო

დავით სონღულაშვილი ბაღდათში ღვინის მარნის „ლაბარა“ საქმიანობას გაეცნო

იმედი