მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი მოცვის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა
დავით სონღულაშვილი მოცვის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი მოცვის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

მოცვის მწარმოებელ ფერმერებთან და ექსპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სექტორის წარმომადგენლებს დარგობრივი საბჭოს შექმნის ინიციატივა გააცნო.

„სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება წარმოადგენს; მოცვის სექტორი ამ მიმართულებით განსაკუთრებულად პერსპექტიულია. ეფექტიანი მართვისა და სექტორის საჭიროებებზე დროული რეაგირების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ. მნიშვნელოვანია, დარგის წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაციის პირობებში განისაზღვროს ის ნაბიჯები და მექანიზმები, რომლებიც ხარისხის გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა. შეხვედრაზე მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო ლაბორატორიული შესაძლებლობების ზრდის, სადაზღვევო პირობების გაუმჯობესების, სანერგეების კონტროლის მექანიზმების გაძლიერების, მუშა ხელის დეფიციტის საკითხებს და, ასევე, დარგის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების იმგვარად კორექტირების მნიშვნელობას, რომ ეფექტიანად პასუხობდეს მოცვის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა რეალურ გამოწვევებს.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად მინისტრის მოადგილის კურატორობით გაიმართება. კვარტალში ერთხელ კი, შეხვედრას მინისტრი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა ინტერესების მეტად გათვალისწინებას და სექტორის განვითარებისკენ მიმართული პროექტების ეფექტიან დაგეგმვას.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე, ლაშა ავალიანი, ასევე სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი