მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის!
დავით სონღულაშვილი: ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის!

დავით სონღულაშვილი: ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის!

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ფალსიფიცირებული ღვინის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მიდგომა შეურიგებელი და პრინციპულია.

„ღვინის ფალსიფიკაციასთან ვიქნებით ძალიან მკაცრი, რადიკალური და შეურიგებელი. ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობს მთელი უწყება - სურსათის ეროვნული სააგენტოდან დაწყებული, ღვინის ეროვნული სააგენტოთი დამთავრებული. არ გადის თვე, რომ არ ჩატარდეს საკონტროლო შესყიდვები როგორც რესტორნებში, ასევე ქსელურ მარკეტებში, და არაერთი შემთხვევა გვქონია ფალსიფიცირებული პროდუქციის ამოღების, მოხსნის და კონფისკაციის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, ღვინისა და ყურძნის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს კომპლექსური რეფორმები, რომელიც მოიცავს როგორც რთველის პროცესს, ისე ვენახების გაშენების სტანდარტებს.

„შარშან საპილოტედ განვსაზღვრეთ ყურძნის შაქრიანობის გრადუსი, რომლის მიხედვითაც მოხდა ხარისხობრივი გრადაცია. წელს სისტემა კიდევ უფრო გავამკაცრეთ და მკაფიოდ განვსაზღვრეთ მაღალი, საშუალო და არაკონდიციური ყურძნის კატეგორიები. კატეგორიულად ვამბობთ, რომ 17 გრადუსამდე ყურძენი ჩაბარდება 30 თეთრში, რადგან ეს არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ხარისხიანი ღვინის წარმოებაში. სადაც სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, ხარისხი იქნება მკაცრად კონტროლირებული და მევენახე ანაზღაურებას მიიღებს თავისი შრომისა და პროდუქტის ხარისხის შესაბამისად“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის თქმით, ხარისხიანი ღვინის წარმოება იწყება ვენახიდან და სწორედ ამიტომ რეფორმები მოიცავს სწორად გაშენებულ ვენახებს, სწორ ნიადაგს და სერტიფიცირებულ ნერგებს.

„ზუსტად ამიტომ ვამბობთ, რომ ვენახი უნდა იყოს სწორად გაშენებული, სწორი ნერგით და სწორ ნიადაგზე, რათა საბოლოოდ მივიღოთ ხარისხიანი ღვინო. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და რაოდენობაში კონკურენციას ვერ გავუწევთ, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი არის ხარისხი. „ქართული“ უნდა იყოს ხარისხის ნიშანი ყველა პროდუქტთან მიმართებით“, - განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი