მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: ფაქტობრივად 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება ღვინის მოხმარება მსოფლიო ბაზარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დაგვეწყო ფიქრი და ზრუნვა იმაზე, რომ ასეთ ცვალებად გარემოში ქართული ღვინო დარჩეს კონკურენტუნარიანი, ქართული ღვინო აუცილებლად უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და შესაბამისად ეს იყო მთავარი ამოცანა
დავით სონღულაშვილი: ფაქტობრივად 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება ღვინის მოხმარება მსოფლიო ბაზარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დაგვეწყო ფიქრი და ზრუნვა იმაზე, რომ ასეთ ცვალებად გარემოში ქართული ღვინო დარჩეს კონკურენტუნარიანი, ქართული ღვინო აუცილებლად უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და შესაბამისად ეს იყო მთავარი ამოცანა

იმედი|imedinews.ge

ფაქტობრივად 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება ღვინის მოხმარება მსოფლიო ბაზარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დაგვეწყო ფიქრი და ზრუნვა იმაზე, რომ ასეთ ცვალებად გარემოში ქართული ღვინო დარჩეს კონკურენტუნარიანი, ქართული ღვინო აუცილებლად უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და შესაბამისად ეს იყო მთავარი ამოცანა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ღვინის ხარისხზე გაამახვილა ყურადღება.

„სახელმწიფომ გააკეთა განაცხადი, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსავლის დაბინავებაზე იყოს პასუხისმგებელი, არამედ აქვე მნიშვნელოვანია, რომ ეს მოსავალი იყოს ხარისხიანი“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოპოზიციას სპეკულაციაზეც ისაუბრა.

„მოსავალი თავიდან ბოლომდე შეესაბამებოდა ხარისხს, ხარისხის პრობლემა არ იდგა მევენახეობა მეღვინეობაში, შესაბამისად ეს იყო უფრო დეზინფორმაციის ნაწილი. ემოციურ ნაწილზე გააკეთეს პროვოცირება და შემდგომში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ბრიფინგებით, სხვადასხვა მოლაპარაკება ოპოზიციური სპექტრის, ბრენდინგით, რომ ყურძენი 30 თეთრად იყიდება, სცადეს კახელი მევენახეების პროტესტის გამოწვევა და ამასთან მიმართებით მინდა ვთქვა, რომ დღევანდელ დღეს საშუალო ფასი რაც არის ყურძნის, როგორც რქაწითელის, ასევე საფერავის, არის ყველაზე მაღალი, თუ რამე ოდესმე დაფიქსირებულა“, - განმარტა სონღულაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა წლევანდელ მოსავალზეც.

„არის 1%-ზე ნაკლები უხარისხო მოსავალი, ანუ მკვახე ყურძენი, რომელიც გამოუსადეგარია როგორც ღვინისთვის, ასევე სპირტისთვის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოსავალი გვაქვს, ყველაზე დიდი მოსავალია და ყველაზე დიდი მაღალშაქრიანი მოსავალია. ამასთან ერთად, საშუალო ფასი ყველაზე მაღალია, რაც ნიშნავს იმას, რომ რეფორმამ იმუშავა“, - დასძინა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავარი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • "IT სექტორის ზრდის მთავარი ბირთვი საერთაშორისო კომპანიებია”- ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციაBM.GE
  • გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია - საქართველოს პრემიერის გამოსვლა და მთავარი გზავნილები ოკუპაციაზე, შერიგებასა და რეგიონულ მშვიდობაზერუსთავი 2
  • რამაზ სვანაძემ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართატვ პირველი
  • ღარიბაშვილი: ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის პოლიტიკურად განეიტრალებაფორმულა
მთავარი →

მსგავსი სტატიები

კონტაქტური კარატეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს

კონტაქტური კარატეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს

იმედი

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

იმედი

ლევან მეხუზლა: წლევანდელი ღვინოები იქნება გამორჩეული და განსაკუთრებული. პატრიოტიზმი ჩვენს შემთხვევაში გადის იმაზე, რომ გვქონდეს საუკეთესო ღვინო და გლობალურ ბაზარზე ჩვენი სამშობლო საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ

პეტრე მამრაძე: ჩვენი ხელისუფლების პრეტენზიები ევროკავშირის მიმართ აბსოლუტურად ობიექტური და პოლიტიკურად კორექტულ ფორმაში გამოხატული იყო, რადგან რაც სინამდვილეში ხდებოდა, ეს ყველა ნორმალურ, ადამიანურ ზღვარს სცილდებოდა. ვგულისხმობ კანონს გამჭვირვალობის შესახებ