მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი ფოთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
დავით სონღულაშვილი ფოთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

დავით სონღულაშვილი ფოთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ფოთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დავით სონღულაშვილმა ქ. ფოთის მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მიულოცა.

„ვულოცავ მთელ საქართველოს და ჩვენს მოქალაქეებს დღევანდელ დღეს. ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. სიყვარული გვაერთიანებს, რწმენა კი გვაძლიერებს - სწორედ ასეთი დამოკიდებულებით ერთმანეთის მიმართ, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ქ. ფოთში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწყობილ სივრცეში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებს, მიიღონ ინფორმაცია კოლხეთის ჭარბტენიანი ეკოსისტემების მნიშვნელობის შესახებ და ჩაერთონ სხვადასხვა გასართობ და ინტერაქციულ აქტივობებში. დღის განმავლობაში ფოთის ცენტრალურ მოედანზე იმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, საბავშვო-გასართობი პროგრამები და ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საზეიმო პროგრამა გალა-კონცერტით დასრულდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნება, რომლებიც წელს კონცეფციას - „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“ ეხმიანება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღონისძიებები ასევე იმართება ქ. რუსთავში - სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ადგილობრივი აგრო-სასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვითა და თემატური შემეცნებითი აქტივობებით, ხოლო ქ. ამბროლაურში - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ქართული ღვინის დეგუსტაციით, მეღვინეების პროდუქციის წარდგენითა და საბავშვო-შემეცნებითი პროგრამებით.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქალაქ ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო, სპორტულ-გასართობი და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა

ქალაქ ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო, სპორტულ-გასართობი და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა

იმედი

აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

იმედი

თამარ იოსელიანმა ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით მოწყობილი შემეცნებით-გასართობი სივრცეები დაათვალიერა

თამარ იოსელიანმა ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით მოწყობილი შემეცნებით-გასართობი სივრცეები დაათვალიერა

იმედი

POLITICO: ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ნატოსთვის განკუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენების, გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებს