მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: რეგიონებში ვიზიტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივი ფერმერების, მეწარმეებისა და დარგის წარმომადგენლების საჭიროებების უშუალოდ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა
დავით სონღულაშვილი: რეგიონებში ვიზიტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივი ფერმერების, მეწარმეებისა და დარგის წარმომადგენლების საჭიროებების უშუალოდ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა

დავით სონღულაშვილი: რეგიონებში ვიზიტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივი ფერმერების, მეწარმეებისა და დარგის წარმომადგენლების საჭიროებების უშუალოდ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით ქვემო ქართლში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი აგროსაწარმოები დაათვალიერა და ფერმერებთან შეხვედრა გამართა.

„რეგიონებში ვიზიტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივი ფერმერების, მეწარმეებისა და დარგის წარმომადგენლების საჭიროებების უშუალოდ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.

სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია როგორც ფერმერების მხარდაჭერა, ისე სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოების სრული ციკლის განვითარება. მნიშვნელოვანია, სრულად იყოს აწყობილი წარმოების ჯაჭვი პირველადი პროდუქციის წარმოებიდან მის გადამუშავებამდე. სწორედ ეს ქმნის დამატებით ღირებულებას, აძლიერებს ადგილობრივ წარმოებას, ხელს უწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალს.

სამინისტროს პროგრამები მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ფერმერებს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოქმედ საწარმოებს, რაც, საბოლოოდ, ეკონომიკის გაძლიერებასა და ქვეყნის განვითარებას ემსახურება. სახელმწიფო აგრძელებს როგორც ფერმერების მხარდაჭერას, ისე რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა დასაქმებულებს საქმიანობისთვის შესაბამისი პირობები ჰქონდეთ და დარგის განვითარების პროცესში სრულფასოვნად იყვნენ ჩართული“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ქვემო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა დაათვალიერა მეღვინეობა „მარნაველი“, მეფრინველეობის ფერმა „საბუდარა“, კომბინირებული საკვების მაღალტექნოლოგიური საწარმო „ნუტრიმაქსი“ და სოფელ დამია-გეურარხში მოწყობილი სასათბურე მეურნეობა, სადაც ადგილზე გაეცნო წარმოების პროცესს, განხორციელებულ ინვესტიციებსა და საწარმოების განვითარების გეგმებს.

ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილმა მარნეულში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისიც გახსნა, რომელიც თანამშრომლებს განახლებულ სამუშაო გარემოსა და მოქალაქეებისთვის გაუმჯობესებულ სერვისებს უზრუნველყოფს.

მინისტრი ასევე შეხვდა ადგილობრივ ფერმერებს, მოისმინა მათი საჭიროებები და გამოწვევები, ისაუბრა აგროსექტორის განვითარების შესაძლებლობებსა და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებზე, რომლებიც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, გადამმუშავებელი სექტორის განვითარებასა და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეშიBM.GE
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

იმედი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

იმედი

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი