მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე
დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე

დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო მიმდინარე ოფიციალური ვიზიტი ამ თანამშრომლობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

„კიდევ უფრო გააქტიურდება ეკონომიკური თანამშრომლობა და გაღრმავდება საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური კავშირები. ეს აისახება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და ინვესტიციების სფეროებში. საერთო ჯამში, ეს პროცესი ორივე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, ხოლო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი