მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: სერბეთთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის გაფართოებას
დავით სონღულაშვილი: სერბეთთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის გაფართოებას

დავით სონღულაშვილი: სერბეთთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის გაფართოებას

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრს დრაგან გლამოჩიჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსების მართვის, სატყეო სექტორის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

დავით სონღულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის სფეროს, სადაც არსებობს როგორც ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდის, ასევე ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელოვანი პოტენციალი. ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის გაფართოებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრულ მიმართულებებში თანამშრომლობის კოორდინაციისა და ახალი ინიციატივების განხორციელების პლატფორმა იქნება.

სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრი დრაგან გლამოჩიჩი საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი