მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა

დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა

იმედი|imedinews.ge

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა.

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და მათი ღვაწლის დაფასება, დედაქალაქის 4 ქუჩას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, გასული საუკუნის 90-იან წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ მეომართა სახელები მიენიჭა. კერძოდ:

1. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ბესარიონ ლომინაძის ქუჩის მონაკვეთს, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, კონსტანტინე ლეთოდიანის სახელი;

2. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გუმათჰესის და ზურაბ კვანტრიშვილის ქუჩებთან არსებულ უსახელო ქუჩას და ერთ ჩიხს, აფხაზეთის ომში დაღუპულის, დავით კახიშვილის სახელი;

3. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ბადრი ჟვანიას სახელი;

4. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, იოსებ აბაკელიას ქუჩას, მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთს და გიორგი ჩიკვაიძის II შესახვევს, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ოთარ მიღრიჯანაშვილის სახელი მიენიჭა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მრავალწლიანი, ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისა და ქვეყნისთვის თავგანწირულ მეომართა სახელების უკვდავყოფისთვის, კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ქ. თბილისის საკრებულოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი