მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა უნდა მიიღოს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა უნდა მიიღოს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა უნდა მიიღოს

იმედი|imedinews.ge

მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, იმისთვის, რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭიროა 50%-ს პლუს ერთი ხმა, ჩვენ შემთხვევაში ეს არის 20 ხმა, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, თუ 20 ხმა ექნება რომელიმე კანდიდატს, მეორე ტური აღარ გაიმართება.

„თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში იქნება ორი უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის კენჭისყრა“, - აღნიშნა დეკანოზმა.

მისივე თქმით, ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის შესახებ თარიღს ხვალ გამოაცხადებენ.

„ინტრონიზაციას ხვალ გამოვაცხადებთ. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.

ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, - განაცხადა პრესკონფერენციაზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება ხვალ წინდა სამების ტაძარში გაიმართება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ.

სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი 28 აპრილს გამოარჩია. კანდიდატები არიან: ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მეუფე იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი