მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო
„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო

„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო

იმედი|imedinews.ge

„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო, 4-მა კი თავი შეიკავა.

კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოში პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისზე და ოპოზიციის ლიდერებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„არის საკითხი, რომელიც ჩემი აზრით, ყოველთვის უნდა ითქვას, როდესაც ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოზე საუბრობს. ელენე ხოშტარია და საქართველოს რეჟიმის ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მათი გათავისუფლება უნდა იყოს წინაპირობა ნებისმიერი დიალოგის, თანამშრომლობისა და ნებისმიერი ევროპული ჩართულობისთვის საქართველოში“, - განაცხადა ესტონელმა დეპუტატმა ერიკ-ნილს კროსმა.

ისმოდა მოწოდებებიც ოპოზიციის მიმართ, პარლამენტის ბოიკოტირება შეწყვიტონ.

„მიუღებელია, რომ ციხეში ისხნენ პოლიტიკოსები, როდესაც ისინი არლამენტში და საჯარო დებატებში უნდა მომაწილეობდნენ. ამავდე დროს ზოგიერთი ოპოზიციური ძალა უფრო დაინტერესებულია ყველაფერში მთავრობის დადანაშაულებით, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი ინსტიტუციებშია, რომლებშიც მათ შეუძლიათ და უნდა იმუშაონ, პარლამენტის ბოიკოტი აზრს მოკლებულია და არ ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ გვსურს ზეწოლა პოლიტიკოსებზე ორივე მხრიდან, რომ იმოქმედონ იმაზე უკეთ, ვიდრე ახლა. ეს გულისხმობს ზეწოლას მთავრობაზე, რომ შეასრულონ კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები“, - განაცხადა ევროპის გაერთიანებული მემარცხენეების წარმომადგენელმა ლაურმა კასტელმა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს, ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის დიალოგის შესაძლებლობა უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის აღდგენის მხარდაჭერა უნდა იყოს“, - განაცხადა ევროპელი კონსერვატორების წარმომადგენელმა არმენ გევორგიანმა.

მწვავე იყო შეფასებებში ბრიტანეთის დელეგაციის წევრი პოლ რაშვორთი, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეაზე გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული ქართული ტელეკომპანიების ჟურნალისტების ყოფნა გააპროტესტა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი