მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა
დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე მთავარ ამოცანად შიდა წარმოების იარაღის მაქსიმალური რაოდენობით უზრუნველყოფა დასახელდა, რათა ქვეყანა რუსული საჰაერო იერიშებისგან ეფექტურად დაიცვან.

„მთავარია, გვქონდეს საკუთარი შეიარაღების მაქსიმალური რაოდენობა უკრაინის რუსული დარტყმებისგან დასაცავად. ძირითადი პრიორიტეტებია რეაქტიული დრონებისგან თავდაცვა და რუსეთის სიღრმეში ჩვენი იერიშების კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შორ მანძილზე დარტყმების მნიშვნელობას, რასაც მან „შორ მანძილზე მოქმედი სანქციები“ უწოდა. მისი განცხადებით, უკრაინის სტრატეგიული მიზანია, რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებისკენ დღეში საშუალოდ 1 000 უპილოტო საფრენი აპარატი გაშვება.

„ამჟამად ჩვენ საშუალოდ 300 ასეთ შორ მანძილზე მოქმედ „სანქციას“ ვიყენებთ, თუმცა მაჩვენებელი გაცილებით მაღალი უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს სრულიად კონკრეტული მიზანი და ამ ამოცანას აუცილებლად შევასრულებთ“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპო“-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

იმედი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

იმედი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

იმედი