
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი: თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. სწორედ ჩვენი კანდიდატი ირაკლი სარსევანიძე არის ის პიროვნება, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ხმა იქნება
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი აცხადებს, რომ საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ყველა სოფელს, თემს სჭირდება, მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი.
„დმანისის 24-ე ოლქის 35-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცედურები მოსახლეობის მხრიდან ყველანაირად დაცულია, ამიტომ მოსახლეობის აქტიურობაც შესამჩნევია. საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. სწორედ ჩვენი კანდიდატი ირაკლი სარსევანიძე არის ის პიროვნება, ახალგაზრდა კანდიდატი, რომელიც იქნება ჩვენი მოსახლეობის ხმა ჩვენს მუნიციპალიტეტის საკრებულოში“, - განაცხადა კობა მურადაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge