
დონალდ ტრამპი: რესპუბლიკელებმა 2026 წლის შუალედური არჩევნები უნდა მოიგონ და ჩვენ ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ. გთხოვთ, გადით და მიეცით ხმა. კვლავ გახადეთ ამერიკა დიდებული!
გთხოვთ, გადით და მიეცით ხმა. კვლავ გახადეთ ამერიკა დიდებული!, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ნოემბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით.
ტრამპი აღნიშნავს, რომ „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში, ის მზად არის, შტატების თითოეულ ზრდასრულ მოქალაქეს 5 000 აშშ დოლარი გადასცეს.
„რესპუბლიკელებმა 2026 წლის შუალედური არჩევნები უნდა მოიგონ და ჩვენ ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ — იქნება ეს ადრეული ხმის მიცემა, ხმის მიცემა დაუსწრებლად, ფოსტით თუ პირადად, ჩვენ რადიკალური მემარცხენე დემოკრატები მასობრივი აქტივობით უნდა „დავტვირთოთ“! ძალიან მნიშვნელოვანია — გთხოვთ, გადით და მიეცით ხმა. კვლავ გახადეთ ამერიკა დიდებული!
რესპუბლიკელები 2026 წლის შუალედურ არჩევნებში წარმომადგენელთა პალატასა და სენატში თუ გაიმარჯვებენ, ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ზრდასრულ მოქალაქეს 5000 დოლარს გადავცემ“, - აცხადებს ტრამპი.
იმედი
წყარო: imedinews.ge