მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დონალდ ტუსკმა პოლონეთში უკრაინელების მიმართ ძალადობა დაგმო
დონალდ ტუსკმა პოლონეთში უკრაინელების მიმართ ძალადობა დაგმო

დონალდ ტუსკმა პოლონეთში უკრაინელების მიმართ ძალადობა დაგმო

იმედი|imedinews.ge

უკრაინელ წყვილზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის შემდეგ, პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა მკვეთრად გააკრიტიკა ქვეყანაში უკრაინელების მიმართ მზარდი ძალადობა.

რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ მთელი მსოფლიო აღფრთოვანებული იყო მეზობელი ქვეყნიდან ლტოლვილების მიმართ პოლონელების სოლიდარობით - შეახსენა მან საზოგადოებას სამშაბათს.

„ეს ყველაფერი ახლა ინგრევა, თუკი ხულიგნებს, ბანდიტებსა და ჩვეულებრივ დამნაშავეებს ნებას დავრთავთ, სცემონ და დამცირონ ადამიანები მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ოდნავ განსხვავებული აქცენტი აქვთ“, - ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა და ქვეყნის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის მოუწოდა, მიიღოს აუცილებელი ზომები სიტუაციის ნორმალიზებისთვის.

26 ივლისს, პოლონურ ვროცლავში, სამი მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა უკრაინელ წყვილს - 20 წლის გოგოსა და 21 წლის ბიჭს. დაზარალებულის დედის თქმით, თავდასხმის მიზეზი მათი აქცენტი გახდა. მომდევნო დღეს ქალაქის მერმა, იაცეკ სუტრიკმა, „სასტიკი თავდასხმების“ გამო აღშფოთება გამოთქვა, თუმცა Facebook-ის პოსტში კონკრეტული ინციდენტი პირდაპირ არ უხსენებია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი