მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო
დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი|imedinews.ge

არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სამიზნე პოლონეთი იყო, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ლუბლინის ოლქში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის კომენტირებისას.

მთავრობის მეთაურმა პირადად დაათვალიერა ადგილი, სადაც პოლონეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტი ჩამოვარდა.

მან დაადასტურა წინასწარი ცნობები იმის შესახებ, რომ, სავარაუდოდ, საქმე ეხება საბრძოლო მუხტის მატარებელ რუსულ ფრთოსან რაკეტას - Х-101-ს (Kh-101).

„რუსეთი ყველაფერს იღონებს, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს“, - დასძინა ტუსკმა.

მან აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე დაინტერესებულია, მონაწილეობა მიიღოს პოლონეთის საჰაერო სივრცის ღამით დარღვევის ფაქტის გამოძიებაში.

„ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს, ხალხმა კი ყველაფრის შესახებ უნდა იცოდეს. ეს ომი მოულოდნელობებითაა სავსე. ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა ვისწავლოთ ახალ სიტუაციებსა და ახალ საფრთხეებზე რეაგირება“, - დასძინა პოლონეთის პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი