მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოში სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა, - ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აქციაში, რომელიც თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით გაიმართა, მონაწილეობა საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს.

დონაციის პროცესი სისხლის შეგროვების ცენტრმა განახორციელა.

ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ბექა მიქაუტაძის თქმით, ცენტრი უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნას უზრუნველყოფს, რომელიც უსასყიდლოდ იმ ადამიანებს მოხმარდება, რომლებიც სისხლსა და სისხლის კომპონენტებს საჭიროებენ.

„14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა, თბილისის საკრებულოში დღეს გამართული სისხლის უანგარო დონაციის აქცია სისხლის დონორის მსოფლიო დღეს ეძღვნება და არის დიდი შესაძლებლობა, ერთად გავაკეთოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე, გავცეთ სისხლი მათთვის, ვისაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ დონორს, რომლებიც საკუთარი მაგალითით აჩვენებენ რას ნიშნავს ზრუნვა და პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ.

აქციას სისხლის შეგროვების ცენტრის დირექტორი ნინო გოკიელი ესწრებოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი