მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. DW: გერმანიის „სოციალ-დემოკრატებს“ LGBTQ+ ადამიანების დაცვის საკითხის ჩაწერა კონსტიტუციაში სურთ
DW: გერმანიის „სოციალ-დემოკრატებს“ LGBTQ+ ადამიანების დაცვის საკითხის ჩაწერა კონსტიტუციაში სურთ

DW: გერმანიის „სოციალ-დემოკრატებს“ LGBTQ+ ადამიანების დაცვის საკითხის ჩაწერა კონსტიტუციაში სურთ

იმედი|imedinews.ge

გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალმა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SPD) კვლავ წამოაყენა მოთხოვნა კონსტიტუციის ანტიდისკრიმინაციულ ნორმებში სექსუალური იდენტობის დამატების შესახებ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ინიციატივა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბერლინში LGBTQ+ პრაიდის ღონისძიებების მახლობლად ტერაქტი მოხდა.

ცენტრისტული მემარცხენე SPD-ის თანათავმჯდომარეებმა ბერბელ ბასმა და ლარს კლინგბაილმა, ასევე პარტიის გენერალურმა მდივანმა ტიმ კლუსენდორფმა განაცხადეს, რომ ისინი ამ ცვლილებას „მტკიცედ დააბრუნებენ პოლიტიკურ დღის წესრიგში“.

„ჩვენ გვსურს კიდევ უფრო გავაძლიეროთ „ქვიარ“ ადამიანების პოლიტიკური დაცვა“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

როგორც გამოცემა წერს, SPD-ს მსგავსი მოთხოვნა მანამდეც ჰქონდა. პარტია ითხოვდა სექსუალური იდენტობა გერმანიის კონსტიტუციის, ე.წ. ძირითადი კანონის მე-3 მუხლში დამატებულიყო.

ცნობისთვის, გერმანიის კონსტიტუციის მე-3 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას ისეთი ნიშნებით, როგორიცაა სქესი, წარმომავლობა, ენა, წარმოშობა, რელიგიური მრწამსი და პოლიტიკური შეხედულებები.

მსგავსი მოთხოვნა ორშაბათს მემარცხენე პარტიის ლიდერმა ლუიჯი პანტისანომაც წამოაყენა. მისი თქმით, პარტია მზად არის, დაეხმაროს პარლამენტში საჭირო ორი მესამედის უმრავლესობის უზრუნველყოფას.

გერმანიის კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭიროა 2/3-ის მხარდაჭერა როგორც ბუნდესტაგში, ისე ბუნდესრატში, ანუ გერმანიის პარლამენტის ორივე პალატაში. თუმცა, კანცლერ ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკის, CDU/CSU-ის ხელმძღვანელობით მოქმედ სამთავრობო კოალიციას, საკუთარი ძალებით საკმარისი ხმები არ აქვს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი