მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც დაიწყო
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც დაიწყო

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც დაიწყო

იმედი|imedinews.ge

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე საველე სამუშაოებში ჩართული პერსონალის შერჩევისა და დაკონტრაქტების პროცესი მიმდინარეობს. შერჩეული თანამშრომლები სამუშაოების დაწყებამდე სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, რაც პროგრამის ერთიანი სტანდარტებით და ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფს.

ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი, პროგრამას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ცხოველთა მოყვარულებთან და მიმკედლებლებთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს. თითოეული ღონისძიების ჩატარების ადგილი და თარიღი ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე წინასწარ ქვეყნდება.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან აყვანილ ძაღლებს, ვეტერინარული პროცედურები თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში ჩაუტარდებათ. პროცედურების დასრულების შემდეგ ცხოველები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან. მათი დაბრუნების ამსახველი ვიდეომასალა ასევე გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაცია;ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;იდენტიფიკაცია- რეგისტრაცია;პატრონიანი ძაღლების (ძუ და ხვადი) იდენტიფიკაცია- რეგისტრაცია;პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაცია, იდენტიფიკაცია (ჩიპირება) და რეგისტრაცია.

პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის ჰუმანური მეთოდებით შემცირებას, ცოფის პრევენციას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას როგორც მოსახლეობისთვის, ისე ცხოველებისთვის.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე

იმედი

ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიას: აი, შენს ეთერში ნათქვამის გამო უდანაშაულო კაცს რომ ხელებზე ბორკილებს დაადებენ, რეალურად, ტყვედ აიყვანენ და არათუ სიტყვას არ დაძრავ მის დასაცავად, მთლად რამიშვილის სტუდიაში დაჯდები და გიჟივით კიდევ გვარამიას 400 კილო ფულზე და საარჩევნო ბიულეტენიდან კოალიციის ამოშლაზე ილაპარაკებ, აი ამისთვის კი უნდა გ......ო, საშვილიშვილოდ რომ გახსოვდეს

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

იმედი