მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ძამაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ამ გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე კი არ იმსჯელა, მან შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და თქვა, რომ კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან
ძამაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ამ გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე კი არ იმსჯელა, მან შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და თქვა, რომ კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან

ძამაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ამ გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე კი არ იმსჯელა, მან შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და თქვა, რომ კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან

იმედი|imedinews.ge

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ისაუბრა.

ძამაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებით, ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე კი არ იმსჯელა, მან შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

„ეს გადაწყვეტილება მარტო იმიტომ არ არის მნიშვნელოვანი, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოსთან მიმართებით განსაზღვრა გამოხატვის თავისუფლების ფარგლები. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპულმა სასამართლომ თქვა, გამოხატვის თავისუფლება როდის უნდა იზღუდებოდეს. საქართველოს კანონმდებლობითაც და საერთაშორისო სამართლითაც, ყოველთვის განსაზღვრული იყო, რომ გამოხატვა არ არის აბსოლუტური“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

ძამაშვილმა განმარტა, რატომ არის სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი.

„განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ცალკეული პოლიტიკური აქტორების, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარე აქტორების მხრიდან იყო მცდელობა, არასწორი ნარატივი დამკვიდრებულიყო, თითქოს გამოხატვის თავისუფლება არის იმდენად აბსოლუტური, განსაკუთრებით თუ ის მიმართულია საჯარო პირების წინააღმდეგ, რომ თითქოს თუ ადამიანი არის საჯარო პირი, მან უნდა ითმინოს ყველაფერი: ლანძღვა, გინება, დამცირება, ზიზღი. ეს საქმე იყო მცდელობა, რომ უკვე თითქოს საერთაშორისო სასამართლოს მხრიდანაც, თუნდაც პატარა ნაწილში ან შეფასება გაკეთებულიყო ან რაღაც დარღვევა დადგენილიყო, საბოლოოდ მომხდარიყო ამ მცდელობის დამკვიდრება ქართულ რეალობაში, რომ თითქოს ლანძღვა-გინება არის დაშვებული.

ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ერთი მხრივ სახელმწიფოს არა თუ უფლება, გარკვეულწილად ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან, რადგან მათ უნდა მიეცეთ მშვიდ, დაცულ გარემოში ყოველდღიური საქმიანობის წარმართვის შესაძლებლობა; მეორე, ევროპული სასამართლო დაგვეთანხმა იმაში, რომ კიბერსივრცეში ადამიანი არის კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი.

ევროპულმა სასამართლომ ასევე გაიზიარა ჩვენი მოსაზრება, რომ ინტერნეტსივრცეზე წვდომა აქვთ ბავშვებსაც და შესაბამისად, როდესაც ის გაჯერებულია ზიზღით, სიძულვილის ენით და ლანძღვა-გინებით, რა თქმა უნდა ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი, რომ ეს შეზღუდოს.

ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებით, ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე კი არ იმსჯელა, მან შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და თქვა, რომ კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ შეაფასა უკვე დამკვიდრებული შიდა ეროვნული სასამართლოების პრაქტიკა. საუბარი იყო 2014, 2020 და 2021 წელს უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ამ, თემას ეხებოდა და თქვა, რომ ქართულმა სასამართლოებმა (ამ კონკრეტულ საქმეში) ზედმიწევნითი სიზუსტით დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებებს შორის“, - აღნიშნა ძამაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარაიუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • „საქაერონავიგაცია“ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებსBM.GE
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →სასამართლო →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი