მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი: „ხალხის ძალის“ რეკომენდაცია იქნება, თავი შევიკავოთ დღეს ამ დასკვნის მიღებისგან იმისათვის, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ და ვიმსჯელოთ კონკრეტულ რეკომენდაციებზე შემდეგ უფრო ინფორმირებულად დავუჭიროთ ან არ დავუჭიროთ მხარი
ეკა სეფაშვილი: „ხალხის ძალის“ რეკომენდაცია იქნება, თავი შევიკავოთ დღეს ამ დასკვნის მიღებისგან იმისათვის, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ და ვიმსჯელოთ კონკრეტულ რეკომენდაციებზე შემდეგ უფრო ინფორმირებულად დავუჭიროთ ან არ დავუჭიროთ მხარი

იმედი|imedinews.ge

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის შესახებ ისაუბრა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

„პირადად მე არ ვეთანხმები კერძო ეტიკეტის დანერგვის პრაქტიკას საქართველოში, იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ გლობალურ ქსელებს მივანიჭოთ გაზრდილი ძალაუფლება და საბოლოო ჯამში, ეს ისევ მიგვიყვანს მათ მონოპოლისტურ მდგომარეობამდე“- განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ ეს მიდგომა არ არის ხელშეწყობა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი დასკვნა საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და გარკვეულ ნაწილებში დამატებით განხილვას, განსაკუთრებით კერძო ეტიკეტის, მედიკამენტების ფასებისა და ბავშვთა კვების მიმართულებით.

„მიდგომებს, რომელიც დასკვნაშია წარმოდგენილი, ზოგადად რასაკვირველია ვეთანხმები, თუმცა კარგი იქნებოდა დასკვნაში მეტი კონკრეტიკა ჩაგვეწერა. პირადად მე არ ვეთანხმები კერძო ეტიკეტის დანერგვის პრაქტიკას საქართველოში, იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ გლობალურ ქსელებს მივანიჭოთ გაზრდილი ძალაუფლება და საბოლოო ჯამში, ეს ისევ მიგვიყვანს მათ მონოპოლისტურ მდგომარეობამდე. ეს არანაირად არ არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა იმიტომ, რომ თუ მათი ეტიკეტირება, სახელი და იდენტობა დაიკარგება და ვიღაცა მსხვილი ბიზნეს ოპერატორი გააკონტროლებს ამას, გამოვა, რომ ისევ და ისევ მონოპოლიისკენ წავალთ. თუმცა ეს მსჯელობის საკითხია, რა, როგორ და რანაირად წარმოგვიდგენია და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ დრო საკმარისი არ იყო ამ დასკვნის კონკრეტული რეკომენდაციების შინაარსის უკეთ გასაგებად.

მედიკამენტებთან დაკავშირებით აქ საუბარი იყო რეფერენტულ ფასებზე, რისი პრაქტიკაც ჩვენ უკვე გვაქვს და თუ არ ვცდები 11 ათასი დასახელების მედიკამენტია მოქცეული რეფერენტულ ფასებში, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, რაც დაინერგა რეფერენტული ფასების პრაქტიკა, გარკვეული გამოწვევები უკვე გამოჩნდა და ვფიქრობ, რომ ჩვენი კომისიის დასკვნაში ეს გარკვეული გამოწვევები უნდა იქნას ასახული და გაასწოროს ის, რაც ამ რეფერენტულმა ფასებმა გამოიწვია და მოსახლეობას კიდევ უფრო გაჯანსაღებული მოდელი შევთავაზოთ.

ასევე, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ბავშვთა კვებაზე, რომელიც არაბუნებრივად მაღალი ფასები ღირს. საქართველოს დღევანდელი დემოგრაფიული პრობლემა ყველამ კარგად ვიცით, ეს პრობლემა ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყდება. მძიმე პრობლემაა, კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, მხოლოდ ფინანსური მექანიზმები ამას არ შველის და ბავშვთა კვება არის მისი ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაიმე უფრო მეტად კონკრეტული, ქმედითი, ღირებული და მოსახლეობისთვის ხელსაყრელი მიდგომა უნდა შევიმუშაოთ. იმ მიდგომაზე, რომელიც დასკვნაში არის გაწერილი, მე გარკვეული კითხვები მაქვს, თუმცა ალბათ ესეც მსჯელობის საკითხია და შეიძლება მე რაღაც კარგად ვერ გავიგე.

ახლა მე ვსაუბრობ პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ სახელით და ჩვენი რეკომენდაცია იქნება, თავი შევიკავოთ დღეს ამ დასკვნის მიღებისგან და კიდევ უფრო მეტი დრო გამოვყოთ იმისათვის, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ და ვიმსჯელოთ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, გავერკვეთ რეკომენდაციებში და შემდეგ უფრო ინფორმირებულად დავუჭიროთ ან არ დავუჭიროთ მხარი ამ ყველაფერს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი