მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკატერინე ხუციშვილმა ჭადრაკში სასკოლო ოლიმპიადის „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა
ეკატერინე ხუციშვილმა ჭადრაკში სასკოლო ოლიმპიადის „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა

ეკატერინე ხუციშვილმა ჭადრაკში სასკოლო ოლიმპიადის „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა

იმედი|imedinews.ge

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, ჭადრაკში მე-3 სასკოლო ოლიმპიადის - „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა გახსნა. ინფორმაციას ასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მისასალმებელ სიტყვაში ცენტრის დირექტორმა ისაუბრა სკოლებში ჭადრაკის სწავლების დანერგვის, სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭადრაკის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით ცენტრის მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებზე.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, რომელმაც ოლიმპიადის მონაწილეებს ფინალურ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა.

ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდებია:

• პირველი ადგილი - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის გუნდი;

• მეორე ადგილი - ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლის გუნდი; • მესამე ადგილი - ქალაქ ამბროლაურის №1 საჯარო სკოლის გუნდი.

გამარჯვებულებს დიპლომები, მედლები და თასი გადაეცათ.

მოსწავლეთა მესამე სასკოლო ოლიმპიადა ჭადრაკში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ 2026 წლის 28 მარტიდან 7 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 573 სკოლის გუნდმა - ჭადრაკის 573 მასწავლებელმა და 2269 მოსწავლემ მიიღო.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ლომინაძე, ჭადრაკის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და საერთაშორისო დიდოსტატი ნანა იოსელიანი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი სიძულვილის ენაზე: შეუძლებელია ყველაფერზე მიიღო კანონი, თუმცა უნდა ჩანდეს რასთან გვაქვს საქმე და უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, ხელშეწყობილი და ის, რომ იმ პოდკასტს თავისი მფლობელი და დამფინანსებელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს

გურამ ნიკოლაშვილი ტრადიციების შეურაცხყოფაზე: მიზანია მოირყეს კრიტერიუმები, მოხდეს ყველაფრის დესაკრალიზაცია და შემდეგ თუ ყველაფერი მოსულა, ბუნებრივია ასეთ პირობებში და წესებში იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია მეტის კადრება

როლანდ პრაისი: მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი, საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების მნიშვნელოვან პროცესში

როლანდ პრაისი: მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი, საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების მნიშვნელოვან პროცესში

იმედი