მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე იმსჯელა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე იმსჯელა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე იმსჯელა

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტი სკოლებისა და ბაღების მშენებლობისთვის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებების შემოღებას ითვალისწინებს.

„მისივე თქმით, ცვლილებები ხელს შეუწყობს, რომ სკოლებისა და ბაღების მშენებლობა, რომელსაც საჯარო დაწესებულებები ახორციელებენ, მოქნილი და მიწის ნაკვეთის არსებულ რესურსზე მორგებული გახდეს.

კანონპროექტის თანახმად, კოდექსს 141¹¹ მუხლი დაემატება, რომელიც საჯარო დაწესებულებების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების - სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობ დროებით ღონისძიებებს ითვალისწინებს.

კერძოდ, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებების მიერ სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების გადამეტებით.

უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო დაწესებულებებს ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე მოთხოვნის დაყენება 2035 წლის 31 დეკემბრამდე შეუძლიათ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან სამშენებლო ნებართვებისათვის გადახდილი მოსაკრებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შედის.

სხდომაზე, კომიტეტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული - „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, ტურიზმის ახალი კანონის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა კანონის პრაქტიკაში განხორციელებამ რიგი გამოწვევები გამოავლინა.

კანონპროექტის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები, მათი აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან.

ასევე, ცვლილებებით მოწესრიგდება რისკის შემცველი მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები და მასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია. კერძოდ, ალპური, სამთო და სათხილამურო გამყოლის ნაცვლად, კანონში გამოყენებული იქნება ტერმინი - „რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი“.

ამასთანავე, კანონპროექტით, ხელახლა განისაზღვრა კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საჯარიმო პუნქტები.

კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდის და რისკის შემცველი მომსახურებების მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება.

კომიტეტის სხდომაზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე ისაუბრა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა. ცვლილებები მიზნად ისახავს ისეთი მექანიზმების შეთავაზებას, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას უზრუნველყოფს.

„კანონმდებლობით გათვალისწინებულია „შავ სიასთან“ და დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემოღება. კერძოდ, დღეისათვის „შავ სიაში“ მოხვედრა ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო კონტრაქტზე დაშვების უფლების შეზღუდვას გულისხმობს. ცვლილების თანახმად, კი ერთმანეთისგან იმიჯნება შემთხვევა, როდესაც სიაში მოხვდები ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო და შემთხვევა, როდესაც პირი ხელშეკრულების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას ჩაიდენს. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის აკრძალვა ერთი წლიდან ორ წლამდე იზრდება და ეს შეზღუდვა გავრცელდება არა მხოლოდ უშუალოდ იმ ეკონომიკურ ოპერატორზე, ვინც აღნიშნულ ქმედებას ჩაიდენს, არამედ მის დამფუძნებელზე და პარტნიორზე“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

მისივე თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე ამახვილებს, რაც ქვეკონტრაქტორის ცნების ინსტიტუციურ დანერგვასა და მისი გამოყენების სამართლებრივი ჩარჩოს დეტალურ რეგულირებაში გამოიხატება.

კანონპროექტები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

იმედი

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში

იმედი