მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი განიხილა

იმედი|imedinews.ge

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, სპეციალიზებულ მაუწყებელს, რომელსაც პოლიტიკური და საინფორმაციო პროგრამები არ აქვს, უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მიეცემა.

კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილი იქნება, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, მაუწყებელს მიღებული დაფინანსების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა დაავალდებულოს.

კომისიის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს.

სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებათა პაკეტი.

მისი განცხადებით, საქართველოში ადგილობრივი, საერთო და კერძო სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ 30-ზე მეტ კომპანიას 2026 წლის 31 დეკემბერს ლიცენზიის ვადა ეწურება.

მოქმედი კანონმდებლობა ვადის გაგრძელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. იმისთვის, რომ აღნიშნულმა რადიო მაუწყებლებმა უწყვეტად და არსებული პირობებით გააგრძელონ მაუწყებლობა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებაა აუცილებელი.

„წარმოდგენილი ცვლილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადა ერთჯერადად, 2031 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელი განცხადებით მიმართავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ამასთან, ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელები სალიცენზიო მოსაკრებელსა და გადასახადს გადაიხდიან“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი