
ერდოღანი: თურქეთი ევროპის ყველა თავდაცვით და უსაფრთხოების სტრუქტურაში უნდა იყოს ჩართული
თურქეთი ევროპის ყველა თავდაცვით და უსაფრთხოების სტრუქტურაში უნდა იყოს ჩართული, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
„როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს სათქმელი ალიანსის ევროპული საყრდენის განვითარებაში, ჩვენ გვსურს მონაწილეობა მივიღოთ კონტინენტზე არსებულ ყველა თავდაცვით და უსაფრთხოების ინიციატივაში“, - განუცხადა მან სტამბოლში ნატოს 32-ვე წევრი სახელმწიფოს საპარლამენტო დელეგატებს.
„კანონმდებლებო, ჩვენ ველოდებით თქვენს მხარდაჭერას ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ თავდაცვით და უსაფრთხოების ინიციატივებში თურქეთის ჩართვისთვის“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
„თუ გვსურს, გადავლახოთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები, უნდა მოვხსნათ დაბრკოლებები თავდაცვის ინდუსტრიის ვაჭრობაში და ამავდროულად, უზრუნველვყოთ მოკავშირეებს შორის ტვირთის დაბალანსებული და სამართლიანი გადანაწილება“, - განუცხადა მან კანონმდებლებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge
