მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი|imedinews.ge

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს.

„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაზარზე გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობის გზით სარგებლის მიღების მიზნით, მოსახლეობისგან ფულად სახსრებს იზიდავენ. მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა ბიზნესის განვითარება, არამედ ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა და შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.

ყველა მსგავსი სქემა მაღალი რისკის შემცველია, რამდენადაც მათი დაშლის წინასწარ განჭვრეტა პრაქტიკულად შეუძლებელია.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე. უპირველეს ყოვლისა, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე მისი გადამხდელუნარიანობის შესახებ, გაარკვიონ რეგულირდება თუ არა მსგავსი კომპანია რომელიმე უწყების მიერ. ასეთი კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს „საფინანსო“, „საბროკერო“, „საინვესტიციო“, და ა.შ. რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ან/და ლიცენზირებული სუბიექტი.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თანხის დაბანდების გადაწყვეტილება მხოლოდ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე შესაძლო რისკების შესწავლისა და გააზრების შემდგომ მიიღონ“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის რადა გენერალური პროკურორი გადაყენების საკითხს ხვალ განიხილავს

უკრაინის რადა გენერალური პროკურორი გადაყენების საკითხს ხვალ განიხილავს

იმედი

ევროკავშირი არქტიკის ახალ სტრატეგიას ამზადებს

ევროკავშირი არქტიკის ახალ სტრატეგიას ამზადებს

იმედი

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, 543 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, 543 სამართალდარღვევა გამოავლინა

იმედი