მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე საკონცერტო სეზონი გაიხსნა
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე საკონცერტო სეზონი გაიხსნა

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე საკონცერტო სეზონი გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა 101-ე საკონცერტო სეზონი გახსნა.

სეზონის გახსნის კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე დაესწრო.

„ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ისტორია უკვე საუკუნეზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ორკესტრი ღირსეულად აგრძელებს მოღვაწეობას, ემსახურება ქართული მუსიკალური ტრადიციების განვითარებას, ამკვიდრებს მაღალ საშემსრულებლო სტანდარტებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში.

კულტურის სამინისტრო მხარს უჭერს როგორც ორკესტრის სეზონის გახსნის ღონისძიებას, ისე მომდევნო სამ კონცერტს. კულტურის სფეროს განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოში მაღალი დონის საშემსრულებლო ხელოვნების წარმოჩენასა და განვითარებას ემსახურება. ვულოცავ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ახალი საკონცერტო სეზონის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა თამარ შარაშიძემ.

საკონცერტო სეზონის გახსნის კონცერტზე მსმენელის წინაშე ცნობილი მევიოლინე ვალერი სოკოლოვი წარდგა. სოლისტმა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იან სიბელიუსის სავიოლინო კონცერტი შეასრულა. კონცერტს კახი სოლომნიშვილი დირიჟორობდა. მეორე განყოფილებაში შესრულდა მოდესტ მუსორგსკის „სურათები გამოფენიდან“.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრისთვის ახალი სეზონი საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, წლის ბოლოს, ორკესტრი ჩინეთში საგასტროლო ტურნეს გამართავს და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში 13 კონცერტს წარადგენს.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა

საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა

იმედი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: როდესაც ვითარება მასობრივ არეულობასა და ქუჩის ძალადობაში გადადის, ჩვენ ყველა სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ მის აღსაკვეთად

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: როდესაც ვითარება მასობრივ არეულობასა და ქუჩის ძალადობაში გადადის, ჩვენ ყველა სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ მის აღსაკვეთად

იმედი

The Guardian: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს, მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს

საქართველო-უნგრეთის თამაში დაიწყო

საქართველო-უნგრეთის თამაში დაიწყო

იმედი