მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

იმედი|imedinews.ge

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. მონაწილეებს კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა, წარმატებები უსურვა და კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ ორგანიზატორებსა და სპიკერებს მადლობა გადაუხადა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ კაჭრეთში მდებარე სასტუმრო „ამბასადორში“ ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს სამთავრობო უწყებების, საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და სხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მსმენელებს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კურსზე მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, დარგის ექსპერტები, გამოჩენილი მოღვაწეები, მათ შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი. კურსი მოიცავდა დისკუსიას ეროვნული იდენტობის მაფორმირებელ ასპექტებზე, მათ შორის კულტურისა თუ სპორტის როლზე ქვეყნის ერთსულოვნების განმტკიცების პროცესში. პროგრამა, ასევე, მოიცავდა კრიზისული სიტუაციის მართვის სიმულაციურ სწავლებას.

კურსის მიზანია, რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა, ქვეყნის მოქალაქეების როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის სესხების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი