
ერთი წელი ვერშემდგარი დამხობიდან. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ერთი წლის წინ, ამ დროს ათონელზე, პრეზიდენტის სასახლესთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული - გარე დავალებების შემსრულებლები პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას ცდილობდნენ.
ეს იყო წინასწარ დაანონსებული, ე.წ. მშვიდობიანი დამხობის გეგმის კულმინაცია - გარედან წახალისებული და ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ ორგანიზებული ძალადობრივი სცენარი, რომლის მიზანიც ხელისუფლების ქუჩის გზით შეცვლა იყო. მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტების დროული მოქმედებით ყველა საფრთხე განეიტრალდა - თბილისთან ახლოს აღმოჩენილი იარაღის საცავების პოვნით თუ ჰექსოგენის ამოღებით, რომლის გამოყენებითაც დივერსიული აქტები და სისხლის ღვრა იგეგმებოდა.
დამხობის მცდელობის ორგანიზატორები და მონაწილეები ციხეში არიან, მათმა ნაწილმა საპატიმრო დანაშაულის აღიარების შემდეგ დატოვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც დღეს 4 ოქტომბრის მოვლენებს გამოეხმაურა, შარშანდელი პროცესები ერთი წინადადებით შეაფასა - „დღეს 4 ოქტომბერია - დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ“ .
ლეო სიხარულიძე გაგახსენებთ 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი სისხლიანი დამხობის მცდელობის დეტალებს, რომელიც ხელისუფლებამ და საზოგადოებამ არ დაუშვეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge