
ესპანეთში წყალდიდობას 102 წლის ქალი ემსხვერპლა
იმედი|imedinews.ge
ესპანეთის ქალაქ მადრიგერასში წყალდიდობამ მასშტაბური ზარალი გამოიწვია. დატბორილია დასახლებული რაიონები, საიდანაც ასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით, სტიქიას 102 წლის ქალი ემსხვერპლა. სახლში, რომელშიც მისი ცხედარი იპოვეს, წყლის დონე 1 მეტრს აღწევდა. ამ დრომდე ეძებენ რამდენიმე ადამიანს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge